შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძესთან და ბიუროს ექსპერტ მალხაზ ჩიტაიასთან. სტუმრებმა სტუდენტებთან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მნიშველობასა და ფუნქციებზე ისაუბრეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუნდენტებს ექსკლუზიური შესაძლებლობა მიეცემათ სასწავლო პრაქტიკა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიარონ.