[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

ჰოლანდიაში,  ქ. ამსტერდამში ჰუგო სინზიმერის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო შრომის სამართალში. ევროპის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან პროექტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ირაკლი დუაძე და თამარ ბაკარაძე. გუნდს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში "So You Think You Can Speak ?!". მონაწილეებმა გააკეთეს თანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ

25 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი. სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ილიას ჩილოღლუს და გამართა საჯარო ლექცია, სადაც ისაუბრა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობაზე. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემაზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოციაციის მიერ უკვე განხორციელებულ აქტივობებს, პროექტებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. უნივერსიტეტის

2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ შორის. ამავე დღეს უნივერსიტეტთან გააფორმა მემორანდუმი იურიდიულმა კომპანიამ - „Full Legal Service”. გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს,

თბილისის საქალაქო სასამართლოში პრაქტიკოსი მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტისა (Us Embassy DOJ) და ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA ROLI) მხარდაჭერით განხორციელდა. იმიტირებული პროცესები 5 პარალელური ჯგუფისთვის ერთდროულად ჩატარდა,

21 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ესტუმრნენ იტალიელი პროფესორები: ფრანჩესკო ბაჩინი და ანდრეა ბორონი. პროფესორმა ბაჩინიმ გამართა საჯარო ლექცია შრომის სამართალში. პროფესორი ბორონი კი ერთი კვირის განმავლობაში წაიკითხავს მოკლე სალექციო კურსს "შედარებითი საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტაში" შავი ზღვის საერთაშორისო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე 26 ოქტომბერს ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბიუროს კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური და ფსიქიატრიული დეპარტამენტის მუშაობის წესს.

სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია.სტუმარმანატოს სამეკავშირეო მისიისა და ზოგადად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე,ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი რანგის სტუმრისგან დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძესთან და ბიუროს ექსპერტ მალხაზ ჩიტაიასთან. სტუმრებმა სტუდენტებთან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მნიშველობასა და ფუნქციებზე ისაუბრეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ