[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით,  IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები საჯარო სექტორში," რომელსაც უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.

IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის სკოლის დელეგატის, ვერიკო სირიასა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, IBSU-ში ჩატარდა პროექტი „რთული შემთხვევები სამართალში,“ რომელშიც ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პროექტში გაიმარჯვა თინათინ ქიმბარიშვილისა და გვანცა ძოწენიძის გუნდმა, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, ბრენდირებული საჩუქრები, ფრიდრიხ ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის წიგნები და კავეას ბილეთები.

IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების ორგანიზებით, საგნის "პროექტის მართვა" ფარგლებში გაიმართა პროგრამის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, სადაც მათ სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები.

IBSU-ს პირველკურსელთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ეწვია. სტუდენტებმა მოინახულეს პარლამენტის სასახლე, პარლამენტის სხდომათა დარბაზი და ქართული პარლამენტის მუზეუმი, გაეცნენ პარლამენტის მუშაობის ფორმებსა და წესებს. ვიზიტის ორგანიზატორი იყო სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ბ-ნი ზურაბ ჯიბღაშვილი.

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის წარმომადგენლებთან. თეონა ტურაშვილმა და გოგა თუშარაშვილმა ჩაატარეს ლექცია თემაზე "საჯარო სექტორის ღიაობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა."

IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტთა ორგანიზებით, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა და თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შურღულაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ეროვნული დაზვერვა და უსაფრთხოება." სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა ეროვნული დაზვერვის სპეციფიკაზე, მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე. განსაკუთრებული

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა გიორგი აგირბაია, საჯარო მმართველობის დოქტორი, ProActive Group Georgia დამფუძნებელი და Erasmus+ ახალგაზრდული პროექტების ორგანიზატორი. სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის ეფექტურ გზებზე, რაც სტუდენტებს საერთაშორისო პროექტებზე წვდომას გაუადვილებს.

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი - “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა. სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტურ აქტივობებს.

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პირველი კურსის სტუდენტები, სამართალმცოდნეობის ლექტორის, ვეფხვია გრიგალაშვილის ინიციატივით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ. IBSU-ს სტუდენტები დაესწრნენ როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესებს. ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას.

IBSU-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე "ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობა, პრობლემები და გამოწვევები," რომელსაც უძღვებოდა პაპუნა დავითაია, მესამე რანგის კაპიტანი, რომელსაც აქვს ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალების შტაბბინაში მოღვაწეობისა და ნატოს ანტიტერორისტულ და საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობის ხუთწლიანი გამოცდილება. შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო ნატოს