პრაქტიკული სამართლის კურსი – “Street Law”
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის
პრაქტიკული სამართლის კურსი – “Street Law” წარმოადგენს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის კლინიკასთან არსებულ პროგრამას, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით. მისი მიზანია ასევე კლინიკაში პრაქტიკულ კომპონენტზე დარეგისტრირებული სტუდენტებისთვის ცოდნის დემონსტრირების უნარების სრულყოფა.
სტუდენტებს, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში, უტარდებათ სათანადო ტრენინგი პროფესორ-მასწავლებლების მიერ, რაც გულისხმობს მათ გადამზადებას სამართლის კონკრეტული დარგის მიმართულებით; უზრუნველყოფს სპეციფიკური აუდიტორიისათვის მასალის მომზადებისა და მისი პრეზენტაციის მეშვეობით მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დახვეწას. სტუდენტები შეარჩევენ სამიზნე ჯგუფს, მოამზადებენ ამ ჯგუფთან სამოქმედო გეგმას, უზრუნველყოფენ მათთვის მარტივი და გასაგები ენით სამართლის დარგის აქტუალური პრობლემების შესახებ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას. კლინიკის სტუდენტები უშუალოდ ჩაერთვებიან სალექციო პროცესში, დაგეგმავენ და ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის.
პრაქტიკული სამართლის კურსი
- ხელს უწყობს სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას;
- სტუდენტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციების რეალურ ან/და იმიტირებულ ცხოვრებაში გამოცდას;
- არჩეული სპეციალობის გამოყენებას კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად;
- სტუდენტის მზაობის შემოწმებას დამოუკიდებელი მუშაობისთვის თანამედროვე მოთხოვნების პირობებში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის პრაქტიკული სამართლის კურსის მიზანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა, სადაც ადამიანი ურთიერთობებში საკუთარი თავის რეალიზებას ახორციელებს.