2019 წლის 26 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით დაიწყო მოწვეული სპიკერის პროექტი.
2019 წლის 31 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის მესამე სტუმარი გახლდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ცაციაშვილი. მან ჩაატარა საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ და გააცნო სტუდენტებს რეაგირების თავისებურებები და პრობლემური ასპექტები.