[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საჯარო ლექცია “საინვესტიციო სამართლის როლი, ფუნქცია, ამოცანები”

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

10 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ‘საინვესტიციო სამართლის როლი და ამოცანები“, რომელსაც უძღვებოდა საინვესტიციო და სავაჭრო სამართლის მაგისტრი ამირან მაკარაძე.

ლექციის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას დარგთან დაკავშირებით. სტუმარმა ისაუბრა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას, იმ სამართლებრივ საშუალებებზეც, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ რისკების შემცირებას და ასევე ამ დარგის კავშირზე სამართლის სხვა დარგებთან. ლექცია დასრულდა კითხვა-პასუხით, რითაც სტუდენტებმა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს სტუმრისაგან.