[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საჯარო ლექცია

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

2019 წლის 26 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით დაიწყო მოწვეული სპიკერის პროექტი.

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის პირველი სტუმარი გახლდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ბატონი ლევან თევზაძე. მოწვეულმა სპიკერმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: სამოსამართლო სამართალი. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ლექცია სამოსამართლო სამართლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ და მონაწილეობა მიეღოთ პროფესიულ დისკუსიაში.

ვიზიტის ფარგლებში ასევე მოხდა შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან და დაიგეგმა მსგავსი ფორმატის შემდგომი აქტივობები.

პროექტი გაგრძელდება სასწავლო წლის ბოლომდე და ყოველკვირეულად უმასპინძლებს იურიდიული პროფესიის სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს.