[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

როჯერ ჰაიეტის სალექციო კურსი IBSU-ში

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

20 აპრილს დასრულდა ამერიკელი ადვოკატის – როჯერ ჰაიეტის ლექციათა კურსი „საერთაორისო ბიზნეს სამართალში“. კურსი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის და მიზნად ისახავდა საერთაშორისო პოლიტიკასა და იმ რეგულაციებს, რომლებიც ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

როჯერ ჰაიეტი არის ბოსტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა დიდ ამერიკულ იურიდიულ ფირმაში და იყო პრაქტიკოსი იურისტი მისურისა და ფლორიდის შტატებში შრომისადა ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ამასთანავე, აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში და ასწავლიდა მისური-კანზას სითისა და კანზასის უნივერსიტეტებში.

სალექციო კურსის დასასრულს სტუმარი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ილიას ჩილოღლუს, სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ეკატერინე ბაკარაძესა და სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორს, პროფესორ ვახტანგ ზაალიშვილს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და ის სალექციო კურსები, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის იგეგმება.