შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში-“So You Think You Can Speak?!”. მონაწილეები შეეცადნენ თაანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია გაეკეთებინათ, სამართლებრივ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს, გამოვლინდნენ პირველი,მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა საუკეთესო გამომსვლელს. აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოავლინა. კონკურსი უკვე მრავალი წელია ტარდება და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები.