შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა სიტყვით გამოსვლის კონკურსი “Do You Still Think You Can Speak?”, რომელშიც მონაწილეობდნენ სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები. კონკურსი გაიმართა “ინგლისური ენა – სპეციალური მიზნებისთვის” კურსის ფარგლებში და სტუდენტებმა წარადგინეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მათ მიერ მომზადებული მიმართვები. ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი და გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულებიც.