[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები “

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართული ასევე უცხოური უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსა და პრაქტიკოს იურისტებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

▪️ნაშრომების მიღების ბოლო ვადა 7 ივნისი, 18:00 სთ;

▪️ნაშრომების შერჩევა დარგის სპეციალისტთა მიერ-7-14 ივნისი;

▪️მონაწილეთა ინფორმირება-15 ივნისი;

▪️დღის წესრიგის გაცნობა- 21 ივნისი;

▪️შერჩეული საკონფერენციო ნაშრომების პრეზენტაცია-25 ივნისი;

▪️მოხსენებისთვის განკუთვნილი დრო: 10 წთ;

▪️კითხვა-პასუხის რეჟიმი: 5 წთ;

▪️შეხვედრის ფორმატი: Google Meet;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ნაშრომი მოამზადონ  ქართულ ან ინგლისურ ენებზე როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში.

სპიკერებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი  ორენოვანი სერთიფიკატი(ქართული და ინგლისური).

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორენოვან თანამედროვე სამართლის ჟურნალში.

გთხოვთ, იხილოთ საკონფერენციო ნაშრომის ინსტრუქცია: https://docs.google.com/document/d/14OwpRSefdmuULi50cAz_AbhHRSgaCxMQrLLYDpjXGkA/edit?fbclid=IwAR3wKkBCzKw1kgFTuqJBfd3tf_S5zYVw31FWn05_R1v28lWlz851sERq3qs

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები შემდეგ მეილზე: lawfaculty@ibsu.edu.ge