[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ზაფხულის სკოლა

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მართავს უსაფრთხოების ზაფხულის სკოლას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.  ღონისძიება მიმართულია უსაფრთხოების სფეროში სწავლების ხელშეწყობის და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისკენ.

სკოლის  ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები; საქართველო და ნატო; საქართველო და ევროკავშირი; რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი; ტერორიზმი/კიბერტერორიზმი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; კონფლიქტების მართვა და სხვა. თეორიულ კომპონენტებთან ერთად პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებსაც, მათ შორის, სამუშაო ჯგუფებში მუშაობას; ლიდერობის (Leadership) და გუნდურობის (Teambuilding) ტრენინგებს; ანალიტიკურ სავარჯიშოებს; პრეზენტაციებს; როლურ თამაშებს და სიმულაციებს.  „სტუმრის საათის“ ფორმატში მონაწილეები შეხვდებიან უსაფრთხოების სფეროს ექპერტებს და სპეციალურ სტუმრებს. გარდა ამისა, მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები (გამაჯანსაღებელი ვარჯიშები) და კულტურული ღონისძიებები.

პროგრამა შემუშავებულია უსაფრთხოების სფეროს წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ.

ზაფხულის სკოლა გაიმართება იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრის ბაზაზე.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, უცხო ენების და სხვა სამაგისტრო პროგრამებიდან.