შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საფონდო ბირჟის მოდელირება. ღონისძიება გაიმართა ფასიანი ქაღალდების სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში, რომელსაც მესამე კურსზე უძღვება დავით მაისურაძე.