[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მეორე გასვლითი ტრენინგი

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

11-15 ივნისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მეორე გასვლითი ტრენინგი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები რენე კასინის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტი არიან, პარტნიორები კი – საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა და საერთაშორისო სამართალში, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით უზრუნველყოფა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თავიდან აცილება. საერთაშორ¬ისო ჰუმანიტარული სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთაშორისო ლტოლვილთა სამართლის კურსები მონაწილეებს დაეხმარებათ კონფლიქტური და პოსტ-კონფლიქტური სიტუაციების მართვაში.

პროექტში შეუძლია ჩაერთოს:
• მაგისტრები, მოსამართლეები და სამართლის ექსპერტები
• პროფესორები და მკვლევრები
• სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სამართლის ბაკალავრი
• ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები
• ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის სურვილი და გამოცდილება.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:
https://www.iidh.org/UK/index.php…

რეგისტრაციის საფასური – 100 €
სტუდენტური ფასადაკლება – 50 €

კურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

აპლიკაციის მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 2018 წლის 27 მაისი.
https://www.iidh.org/UK/index.php

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ თანდართული დოკუმენტები:

Concept Note 2nd training session of Tbilisi 2018

Provisional Program – Tbilisi 2018 (02-05-2018) (1)