[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

უფასო იურიდიული კონსულტაცია

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებითა და კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლინიკა დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას.

იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს სამართლებრივი რჩევის მიღებას ნებისმიერ საკითხზე და ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის.

დისტანციური კონსულტაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ სამართლის კლინიკას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით legalclinic@ibsu.edu.ge

კლინიკა ახორციელებს კონსულტაციებს რეალურ კლიენტებთან. მის საქმიანობას უძღვებიან მოქმედი ადვოკატები და სტუდენტთა დახმარებითა და პროცესში უშუალო ჩართულობის გზით უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. თავისი მიზნების მისაღწევად კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს სხვა სასწავლო დაწესებულებებთან, სამთავრობო სტრუქტურებსა და კერძო ორგანიზაციებთან. ხელმძღვანელი ადვოკატის მეშვეობით სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ითვისებენ იურიდიული პროფესიებისათვის მოქმედი ეთიკის პრინციპებს.

იურიდიული კლინიკის სამუშაო საათებია ორშაბათი- პარასკევი, 11:00-დან 18:00 საათამდე.