სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- საჯარო ლექცია – რელიგიის გავლენა...
- 19/05/2023
საჯარო ლექცია – რელიგიის გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე
IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “რელიგიის გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე”, რომელსაც უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის უფროსის ყოფილი მოადგილე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი.
ინტერაქტიურ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კავკასიის რეგიონის რელიგიურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ჩვენი ქვეყნის უახლესი მოვლენების ანალიზს.
შეხვედრას ესწრებოდნენ IBSU-ს სტუდენტები და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის კოორდინატორი თამარ კაკუტია.