საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
- გასაუბრება საგანში;
- უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა;
გაითვალისწინეთ!
- გამოცდა გრანტის მოსაპოვებლად ტარდება პროგრამის განმხორციელებელ ენაზე;
- განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან;
- უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; ამ კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე.
- გასაუბრებაზე თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
ბ 1 ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისაცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; (იხილეთ ზემოთ მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „დ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები)
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების შესაბამისად; (იხილეთ ზემოთ მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი);
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ელექტრონული რეგისტრაცია / საბუთების მიღება
მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს სასურველ პროგრამაზე და ასევე საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ელ. ფოსტაზე: Email: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge
სამაგისტრო პროგრამები:
1 – აშშ-ს საგარეო ურთიერთობები
2 – განათლების ადმინისტრირება (ინგლისური სექტორი)
3 – განათლების ადმინისტრირება (ქართული სექტორი)
4 – მარკეტინგი
5 – მენეჯმენტი
6 – ფინანსები (ინგლისური სექტორი)
7 – ფინანსები (ქართული სექტორი )
8 – ციფრული მედია და კომუნიკაცია
9 – საერთაშორისო ურთიერთობები
10 – კომპიუტერული მეცნიერება
11- მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები
12 – სამართალი (ქართული პროგრამა ინგლისური კომპონენტებით)
სამაგისტრო პროგრამების საგრანტო სისტემა:
1.თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.
შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
2. 10%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის
3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).
შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.
შენიშვნა:
სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია.
საბუთების ჩამონათვალი:
- აპლიკაციის ფორმა – (მითითებული ფაილი ჩამოტვირთეთ და შეავსეთ);
- ორი ფოტოსურათი, 3X4-ზე(ბეჭდური და ელექტრონული ფორმით);
- პასპორტის ასლი, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი; (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო);
- უმაღლესი განათლების უცხო ქვეყანაში მიღების შემთხვევაში, დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- საიდენტიფიკაციო ბარათის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი/უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში);
- კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი;
- სამოტივაციო წერილი (მხოლოდ ,,მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერების“ პროგრამის აპლიკანტთათვის სხვა ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად).
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge
„მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ პროგრამის მსურველთა საყურადღებოდ!
,,მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ სამაგისტრო პროგრამას აქვს პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ამ პროგრამაზე სწავლის მსურველ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ერთ-ერთ შემდეგ დარგში ან მათ მომიჯნავე დარგებში:
- მენეჯმენტი
- კომპიუტერული მეცნიერება
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
- ბიზნესის ადმინისტრირება
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ენათმეცნიერება
ამ პროგრამაზე დაიშვებიან ის აპლიკანტებიც, რომლებსაც ჩამოთვლილ რომელიმე დარგში აქვთ სამუშაო გამოცდილება ან აქვთ აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ სწავლის გასაგრძელებლად აქვთ შესაბამისი კომპეტენცია.
„მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ პროგრამაზე სპეციალობის გამოცდა არ მოითხოვება (ჩატარდება მხოლოდ გასაუბრება). ამ პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://ibsu.edu.ge/ge/ca-page/management-and-computer-science/
გისურვებთ წარმატებებს!
ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 4500 ლარს, საერთაშორისო სტუდენტებისთვის 4500 დოლარს.
,,მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს 8000 ლარს.
სამაგისტრო პროგრამების საგრანტო სისტემა:
1. თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.
შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
2. 10%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის
3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).
შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.
შენიშვნა:
IBSU-ს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთდროულად სამივე გრანტით.
სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია.