[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა

მედიცინის სკოლა

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ამოცანებია:

  • თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების მიცემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მედიცინის განვითარების ტენდენციებთან, სამედიცინო ტექნოლოგიების პროგრესთან და გლობალურ გამოწვევებთან.
  • შედეგზე ორიენტირებული განათლების პრინციპისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებში ტრანსფორმირება, კლინიკური, ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება –ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
  • პაციენტზე ორიენტირებული ეთიკური ღირებულებების და დამოკიდებულებების გამომუშავება, ავადმყოფის უფლებების პატივისცემა და ინტერესების დაცვა, მიუხედავად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.
  • სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დაგეგმვის, განხორციელების და ანალიზის უნარის განვითარება. ბიოსამედიცინო კვლევების და სამეცნიერო დისკუსიების პროფესიული ეთიკის პრინციპების გათავისება.
  • დამოუკიდებელი აქტიური თვით-სწავლის ჩვევის ჩამოყალიბება, უწყვეტი პროფესიული დახელოვნების აუცილებლობის, პროფესიონალიზმის, პირადი და გუნდური პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მუდმივი სწრაფვის მოტივაციის გამომუშავება.

 

სასწავლო პროგრამა შედგება:

სავალდებულო კურსებ350 (ECTS), მათ შორის:

  • ინტეგრირებული კურსები – 86 (ECTS);
  • საბაზისო/პრეკლინიკური კურსები – 144 (ECTS), შედის ინტეგრირებულიც;
  • კლინიკური კურსები – 206 (ECTS), შედის ინტეგრირებულიც;
  • კლინიკური როტაცია -13 (ECTS);
  • კლინიკური უნარები – 15 (ECTS) – შედის პირველადი დახმარება – 3 კრ., კლინიკური უნარები I-IV – 12 კრ.
  • სამეცნიერო უნარ-ჩვევების გამომუშავება – 10 (ECTS)

არჩევითი კურსები – 10 (ECTS)

საფასური: 6190 Gel (წლიური)

 

სწავლის შედეგები

  1. O1(K&U). ბიოსამედიცინო და კლინიკური მეცნიერებების ღრმა და სისტემური ცოდნა და გაცნობიერება
  2. O2(S1). პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა.
  3. O3(S2). კლინიკური შემთხვევის შეფასება, გამოკვლევების დანიშვნა, დიფერენციული დიაგნოზის ჩატარება, დაავადების მართვის გეგმის შესახებ მსჯელობა.
  4. O4(S3). დახმარების გაწევა გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს (პირველადი დახმარება და სარეანიმაციო ღონისძიებები)
  5. O5(S4). მედიკამენტების გამოწერა
  6. O6(S5). პრაქტიკული პროცედურების ჩატარება
  7. O7(S6). სამედიცინო კონტექსტში ეფექტური კომუნიკაცია
  8. O8 (S7). სამედიცინო პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენება
  9. O9 (S8). პაციენტის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შეფასება
  10. O10(S9). მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენება
  11. O11(S10). სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება
  12. O12(S11). სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება
  13. O13(S12). ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ჩართვა, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური მუშაობა
  14. O14(R&A). პროფესიონალიზმი / ღირებულებები

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა.

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი (სახელმწიფოს მიერ დადასტურებული) შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
  • ერთიანიეროვნული გამოცდების საქართველოს განათლების   და მეცნიერების   სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ბიოლოგია, და ერთ-ერთი შემდეგი სამი საგნიდან: მათემატიკა/ფიზიკა/ქიმია.
  • მინიმალური კომპეტენციის გადალახვა, გარდა ინგლისური ენის გამოცდისა. ინგლისურ ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 80%.

არარეზიდენტებისთვის – ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე – ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების B2 დონეზე დამადასტურებელი სერტიფიკატის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore და სხვ) წარმოდგენა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტი ამოწმებს ინგლისური ენის ცოდნის დონეს მის  მიერ შემუშავებული რეგულაციებისა და დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოქმედი ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნის თანახმად).

აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;
  • პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

დასაქმების სფერო და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

“დიპლომირებული მედიკოსის” პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს:

ა) გაიაროს პროფესიული განვითარების პროგრამა რეზიდენტურაში (ან საზღვარგარეთ ეკვივალენტურ პროფესიულ პროგრამაზე, რომელიც აღიარებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით) და ერთიანი სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ მიენიჭოს დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება.

ბ) ჩაერთოს კვლევაში ან სამედიცინო-საგანმანათლებლო პროცესში მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანდაცვის დარგში, რაც არ მოიცავს დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას.

გ) სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე – დოქტორანტურაში.

დ) იმუშაოს უმცროს ექიმად (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის ხელმძღვანელობით და მითითებებით).