სიახლეები
- მთავარი
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- IDFI: საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის თემაზე:...
- 29/10/2019
IDFI: საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის თემაზე: ხელისულების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები შესახებ
IDFI სხვადასხვა საჯარო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მართავს საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებისთვის თემაზე: ხელისულების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები შესახებ. მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაიღრმავონ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევები. შეხვედრის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 საათი.
შეხვედრაზე განსახილველი თემებია:
· როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში?
· როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას?
· როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?
· როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია?
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
რეგისტრაციის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/1uWXwnxpi4AVcLG5xd0zQ7b-jnijxVu1AuyyHoMigykA/
ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge