ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური IBSU-ში
16.05.2022ტრადიცისამებრ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელსაც უმასპინძლა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 34-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურს სამ ასაკობრივ ჯგუფში: VII-VIII, IX-X და XI-XII კლასები. დასკვნით ტურში სულ ჯამში 90-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიადის ორგანიზატორია საინფორმაცო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.