- 392
- 0
IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის შუაგულში “მომსახურების სტანდარტების” ტრენინგი ჩატარდა. გამოცდილმა ტრენერმა თეიმურაზ გოდერძიშვილმა IBSU-ს თანამშრომლებს მომსახურების თანამედროვე სტანდარტები და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზები გააცნო. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა როგორც თანამედროვე სტანდარტების, ისე კორპორატიული ეთიკისა და გუნდურობის როლზე.
გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი პაპაშვილი რუბრიკაში #ჩემი უნივერსიტეტი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მომავალი ტალანტების საბადო. IBSU არის ადგილი, სადაც შეგიძლია მუდამ განვითარებაზე იყო მოტივირებული და გქონდეს იმედი, რომ აქ იპოვი ადამიანებს, რომლებიც ამაში მხარს დაგიჭერენ.“
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-მ არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის წარმომადგენელს, თინათინ ებანოიძეს უმასპინძლა, რომელმაც ორგანიზაციის წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობაზე. ასევე, შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრა ორგანიზაცია Nemolchi.uz-ის დამფუძნებელი, უზბეკი ჟურნალისტი და აქტივისტი ირინა მატვიენკო. ირინა წლებია ქალებისა და გოგონების უფლებებს
IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრმა სამეცნიერო სემინარს “ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში 21-ე საუკუნეში” უმასპინძლა, რომელშიც მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სემინარი მიზნად ისახავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევითი მიდგომების ხელშეწყობას, სხვადასხვა თაობის მეცნიერების ინტეგრირებას კვლევით საქმიანობაში და ცოდნის დისემინაციას, აქტუალური საკითხების გაშუქებასა და გავრცელებას ინტრა და ინტერ-საუნივერსიტეტო ქსელების საშუალებით.