- 305
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფრანგულ ბიზნეს სკოლასთან (IPAC France) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. IPAC-ის კამპუსები მდებარეობს როგორც საფრანგეთში, ისე შვეიცარიაში. უნივერსიტეტის პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ტურიზმი, საერთაშორისო ვაჭრობა და ციფრული მენეჯმენტი. IPAC სტუდენტებს აძლევს თანამედროვე კონკურენტულ გლობალურ შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კომილას პონტიფიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მადრიდში მდებარე უნივერსიტეტი აერთიანებს ICAI-ის საინჟინრო სკოლას, ICADE-ის ბიზნესისა და სამართლის სკოლასა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. კომილას პონტიფიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, როგორებიცაა ინჟინერია, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ფსიქოლოგია და სოციალური მუშაობა.
IBSU-ს სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო გამოსვლების კონკურსი. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ამბის თხრობის ხელოვნებაზე, ცნობილ საჯარო გამომსვლელებზე, ასევე სხეულის ენის, ჟესტიკულაციის, დროის მენეჯმენტის, სტილის, ჩაცმის ეტიკეტების, ქარიზმატული, სპონტანური და მონოტონური საჯარო გამოსვლების, დარწმუნების ხელოვნების, არგუმენტირების, კრიტიკისა და სხვა უნარების შესახებ. სკოლის დეკანმა, აფილ. პროფესორმა
IBSU-მ ამბერგ-ვაიდენის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტთან (OTH AW) პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. აღმოსავლეთ ბავარიაში მდებარე ინოვაციურ გერმანულ უნივერსიტეტს კამპუსები აქვს როგორც ქალაქ ამბერგში (მექანიკის და გარემოს ინჟინერიის ფაკულტეტები; ინფორმაციისა და მედია ტექნოლოგიების ფაკულტეტები), ისე ვაიდენში (ბიზნესის, სამრეწველო ინჟინერიისა და ჯანდაცვის ფაკულტეტები). უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ბიზნესი, სამედიცინო ტექნოლოგია, მენეჯმენტი, მდგრადი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საბაკალავრო ნაშრომების შესრულების და გაფორმების სტანდარტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პრორექტორი კვლევით დარგში, აფილირებული ასოცირებული პროფესორი თეა კბილცეცხლაშვილი და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების მეთოდოლოგია, ნაშრომებში დაშვებული ხარვეზები, ასევე ნაშრომის აკადემიურად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი ეკა დევიძე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Academics World მრჩეველთა გუნდს შეუერთდა. Academics World ხელს უწყობს ერთიან პლატფორმაზე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში უახლესი მიღწევებისა და საკითხების განხილვას მკვლევრებსა და აკადემიკოსებს შორის.