სიახლეები
- 06/12/2019
საპანელო დისკუსია თემაზე: “იპოთეკის უფლება ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ”
ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულთან დაკავშირებით, იბსუს სამართლის ფაკულტეტმა მეორე საპანელო დისკუსიაც გამართა თემაზე: “იპოთეკის უფლება ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ”.
საპანელო დისკუსიის ფორმატით განიხილეს – საკუთრების უფლებასთან, კერძოდ, იპოთეკის უფლებასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი და დისკუსიის მასალების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ბეჭდურ გამოცემაში.
მომხსენებლები:
• დავით იმნაძე – ნოტარიუსი;
• გია ფოლადიშვილი – ადვოკატი;
• სოფიო სარიშვილი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრატორი;
• გოგა კიკილაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის წამყვანი ადვოკატი (მოდერატორი).