[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე”

15.03.2022
IBSU საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“
პანელური დისკუსიის ფორმატში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მის თანმხლებ პროცესებზე საქართველოსა და მსოფლიოში ისაუბრეს მოწვეულმა ექსპერტებმა:
ივანნა მაჩიტიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
შალვა ძებისაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი;
გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი.
დავით ბრაგვაძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთის ინტერესები და ქმედებები, ე.წ. „ნოვორასიას“ პროექტი, მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები. შეხვედრის მეორე ნაწილი დარბაზთან კითხვა-პასუხს დაეთმო.