პოლონეთის ელჩს დოქტორის წოდება მიენიჭა
04.12.2019შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიუს მაშკევიჩისთვის, იბსუს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბატონი ელჩი მისასალმებელ სიტყვაში პოლონეთის უახლესი ისტორიას შეეხო, საბჭოთა მემკვიდრეობასა და პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა.