[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ ნომინაციაში “პროფესიონალიზმზე ორიენტირებული განათლება და განათლების საერთაშორისო სტანდარტები” გაიმარჯვა

30.06.2022

29 ივნისს მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით გაიმართა ბიზნეს რეიტინგის XXII საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი.

ღონისძიებას ესწრებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ექრემ დინდაროლი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ შოშიაშვილი.

ნომინაციაში – პროფესიონალიზმზე ორიენტირებული განათლება და განათლების საერთაშორისო სტანდარტები, გაიმარჯვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. უნივერსიტეტის კანცლერს გადაეცა ჯილდო და სიგელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ექრემ დინდაროლმა მადლობა გადაუხადა ბიზნეს რეიტინგის ორგანიზატორებს ღონისძიების ორგანიზებისთვის და საუკეთესო კომპანიებსა და ბიზნესმენებს წარმატება უსურვა.

მისი თქმით, მოპოვებული ჯილდო მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის, ვინაიდან, ამით კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება საზოგადოებისთვის ის ფასეულობები, რასაც უნივერსიტეტი 27 წელია ერთგულად ემსახურება

ბიზნეს რეიტინგი ყოველწლიურია და მასში მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით წარმატებული არაერთი ბიზნეს ორგანიზაცია და კომპანია. პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს-ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.