სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. Sapari-ის იურისტმა ცირა ჯგერენაიამ IBSU-ს...
  • 09/03/2022

Sapari-ის იურისტმა ცირა ჯგერენაიამ IBSU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვევით, საფარი/Sapariს იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექცია ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ეხებოდა ძალადობის ფორმებსა და მისგან თავდაცვის გზებს. იურისტმა კონკრეტული მაგალითებით დეტალურად განიხილა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფორმები და ამგვარი დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა.
ასევე წარადგინა Safe You – აპლიკაცია, რომელიც ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების დასახმარებლად შეიქმნა.