IBSU-მ ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა
02.05.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამომცემლობამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა. დღეს IBSU-ში კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული შედგენილია ნინო ხარატის, ზურაბ აზნაურაშვილის, ნიკა ასვანუასა და თამარ დევდარიანის მიერ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით.
კრებულის მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მიღებული თეორიული ცოდნის შეფასებასა და განმტკიცებაში. ტესტები შედგენილია მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე. სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კრებულში მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საპროცესო კოდექსებით გათვალისწინებული თავების მიხედვით.
ავტორების ინიციატივით კრებული განთავსდება ყველა ბიბლიოთეკაში და გადაეცემა ყველა წამყვან უნივერსიტეტს.