სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. Rainmaking – Startupbootcamp Georgia...
  • 26/11/2025

Rainmaking – Startupbootcamp Georgia x IBSU I გლობალური ინოვაციების აქსელერატორის პროგრამა IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გლობალურ აქსელერატორ Rainmaking თან, რომელიც GITA დაფინანსებით საქართველოში ახორციელებს „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამას“.

Rainmaking აღიარებულია, როგორც ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდამჭერი მსოფლიო ლიდერი, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა Facebook (Meta), LEGO Group, IKEA, Visa, HSBC, Siemens.

Rainmaking მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოში წარმატებით ახორციელებს პროექტს Startupbootcamp Georgia. საქართველოში პროგრამა ეხმარება სტარტაპებს დაფინანსების მოპოვებაში, საერთაშორისო მენტორებისგან ცოდნისა და რეალური, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.

Startupbootcamp Georgia-ს პროექტები სტარტაპების ხელშეწყობასა და ახალგაზრდების კარიერულ გაძლიერებას ემსახურება.
პარტნიორობის ფარგლებში, IBSU-ს სტუდენტებმა უკვე წარადგინეს საკუთარი სტარტაპები Startupbootcamp Georgia-ს გუნდთან. სტუდენტებმა მიიღეს ღირებული რეკომენდაციები, შეფასებები და პროფესიული რჩევები.

IBSU და Startupbootcamp Georgia – Rainmaking შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ მიმართულებებზე:
-სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის სტაჟირებების ხელშეწყობა;
-Rainmaking-ის ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების ინტეგრირება IBSU-ს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ გარემოში;
-სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა;
-ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მხარდაჭერა;
-აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობის ხელშეწყობა სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში;
-ერთობლივი ბიზნეს აქტივობების განხორციელებაში მხარეების ურთიერთდახმარება;
-სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროექტებში მონაწილეობის წახალისება;

პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს ხელი IBSU-ს ვიცე-რექტორმა გოდერძი ბუჩაშვილმა და Rainmaking Innovation Europe-ის პროგრამის მენეჯერმა, სარა გრიპპეიმ მოაწერეს.