[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პირველკურსელთა ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო

13.09.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვიტა, საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა რეგისტრაცია ჩაატაროს ორ ეტაპად.

პირველი ეტაპი – პირველადი, ონლაინ რეგისტრაცია

პირველადი რეგისტრაცია ჩატარდება ონლაინ,  13-20 სექტემბერს.

სარეგისტრაციო ლინკი – https://sis.ibsu.edu.ge/

ინსტრუქცია ონლაინ რეგისტრაციისთვის – https://sis.ibsu.edu.ge/instruction.html.php

შიდა გრანტით სარგებლობისთვის, რეგისტრაციის დროს,  უნდა ატვირთოთ გრანტის სარგებლობისთვის საჭირო, დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტის ფოტო მასალა;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ ასატვირთი გაქვთ ორი დოკუმენტი (მაგ: სასკოლო ოლიმპიადის ვაუჩერი და მედლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო) მას შემდეგ რაც ატვირთავთ ერთ ფაილს, დააჭერთ ღილაკს “დამატება” და ატვირთავთ მეორე დოკუმენტს.

იმისთვის, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე თავიდან ავიცილოთ რიგები და დავიცვათ დისტანცია, ონლაინ რეგისტრაციის ბოლოს, სისტემა განსაზღვარავს უნივერსიტეტში თქვენი მოსვლის დღეს და დროს.
ყურადღება!!

მას შემდეგ რაც გაივლით ონლაინ რეგისტრაციას, საბოლოო რეგისტრაციისთვის და სტუდენტის სტატუსის მისაღებად, აუცილებელია, 20-24 სექტემბერს, მობრძანდეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) და მოიტანოთ ორიგინალი დოკუმენტები:

  1. ატესტატის ორიგინალი;
  2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  3. ელექტრონული ფოტოსურათი (დისკზე) და ფოტოსურათი  3X4(2 ცალი);
  4. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
სწავლის საბოლოო საფასურის კალკულაცია (სახელმწიფო და შიდა გრანტის გათვალისწინებით)  მოხდება საბოლოო რეგისტრაციის დროს.

სწავლა დაიწყება 27 სექტემბერს!

გისურვებთ ჯანმრთელ და უსაფრთხო ახალ სასწავლო წელს!