საერთაშორისო კვლევის ცენტრი

  1. მთავარი
  2. /
  3. კვლევა
  4. /
  5. საერთაშორისო კვლევის ცენტრი

საერთაშორისო კვლევების ცენტრი

საერთაშორისო კვლევების ცენტრი 2018 წელს დაარსდა. ის მოიცავს 7 მუდმივ წევრსა და 15 მოხალისეს (სტუდენტს). ცენტრი დაყოფილია მომდევნო კატეგორიებად: 1. ამერიკისმცოდნეობა; 2, გეოპოლიტიკა და შავი ზღვის რეგიონი; 3. ევროკავშირის კვლევები; 4. ჩინეთის კვლევები.

 

მიზანი

საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიზნებია:

  1. ინტენსიური თანამშრომლობა მსგავს ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, სამთავრობო უწყებებთან ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, საერთაშორისო სამთავრობათშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან და ა.შ.
  2. ცენტრის წარმომადგენლესბის მიერ მიღებულ ცოდნაზე დამკვიდრებული პრაქტიკული ცოდნის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების, ამერიკისმცოდნეობის, ევროკავშირის კვლევების, აღმოსავლეთმცოდნეობის,  გეოპოლიტიკის, კრიზისის მართვის და სხვა სფეროებში.
  3. საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე მოვლენების შესწავლა და ანალიზი.
  4. რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
  5. პოტენციური კონფლიქტების თავიდან აცილების პრევენციული მექანიზმების შემუშავება და კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში კონფლიქტების მოგვარების შესაძლო გზების ძიება და ანალიზი.
  6. საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობის გაძლიერება.

 

საქმიანობის ძირითადი ფორმები

  1. საპროექტო შეთავაზებების მომზადება და სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებზე მუშაობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მსოფლიო პოლიტიკა, მსოფლიო ეკონომიკა, რეგიონული უსაფრთხოება, ევროკავშირის კვლევები, ამერიკისმცოდნეობა, ჩინეთის კვლევები, დემოკრატია/ადამიანის უფლებები და ა.შ.
  2. სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება (კონფერენციები, სემინარები, ვორქშოპები, ტრენინგები, საჯარო ლექციები და ა.შ)
  3. ქსელის ჩამოყალიბება და იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობა ემთხვევა ცენტრისა და მისი განყოფილებების ინტერესებს. კერძოდ, მოლაპარაკებების წარმოება საქართველოში მცხოვრებ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მსგავს სტრატეგიულ-კვლევით ცენტრებთან და ა. შ.
  4. სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა.
  5. კვლევა და პუბლიკაციების წარმოება სტატიებისა და წიგნების სახით.
  6. საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების განხორციელებასთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.