სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. კვლევა
  4. /
  5. სიახლეები
  6. /
  7. Page 2
  • სამეცნიერო ჟურნალი ‘განათლების ჟურნალი შავი ზღვის რეგიონში EBSCO Education Source-ში შეიტანეს
    • 14/02/2025

    სამეცნიერო ჟურნალი ‘განათლების ჟურნალი შავი ზღვის რეგიონში EBSCO Education Source-ში შეიტანეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი ‘განათლების ჟურნალი შავი ზღვის რეგიონში (JEBS)’ მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო-კვლევით მონაცემთა ბაზაში – EBSCO Education Source-ში შეიტანეს. აღნიშნული მნიშვნელოვანი მიღწევა უზრუნველყოფს შემდეგს: ✅ თქვენი სამეცნიერო ნაშრომი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს 4000-ზე მეტი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებისთვის ✅ თქვენ გახდით იმ მონაცემთა ბაზის ნაწილი, რომელსაც მილიონობით მკვლევარი და განათლების სფეროს სპეციალისტი იყენებს ✅ თქვენი ნაშრომი

  • გამოიცა აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის კრებული
    • 31/01/2025

    გამოიცა აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის კრებული

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციის კრებული გამოსცა. კონფერენციაში მონაწილეობდა ექვსი ქვეყნის 21 უნივერსიტეტის მეცნიერი და დოქტორანტი. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, თურქეთი, ინდოეთი და საქართველო. კონფერენციის ფარგლებში იმუშავეს ქართულმა და ინგლისურმა სესიებმა. კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები იყვნენ: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ზილინას უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) და გამოყენებითი ფსიქოლოგიის

  • IBSU-ს პრორექტორი კვლევით დარგში CSS4D პროექტის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდა
    • 28/01/2025

    IBSU-ს პრორექტორი კვლევით დარგში CSS4D პროექტის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდა

    2025 წლის 23 იანვარს პროექტმა “კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)” მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და ჰიბრიდულ ფორმატში გამართული დახურვის ღონისძიებით დასრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა აერთიანებდა პროექტის წევრებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, უცხოელ კონსულტანტებსა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რათა განხილულიყო პროექტის მიღწევები და პროგრესი, ასევე გამოწვევები, რომლებიც მისი განხორციელების პროცესში წარმოიშვა. CSS4D პროექტმა გარდამტეხი როლი ითამაშა

  • მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით IBSU-ში გაიმართა ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”
    • 11/11/2024

    მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით IBSU-ში გაიმართა ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”

    UNESCO-ს ეგიდით დაფუძნებულ “მეცნიერების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმას. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ, რომელმაც ისაუბრა მეცნიერების როლსა და აკადემიური პერსონალის, ისევე, როგორც

  • გამოქვეყნდა IBSU-ს პროფესორის, თემურ გუგუშვილის სტატია Mountain Research and Development-ში
    • 29/10/2024

    გამოქვეყნდა IBSU-ს პროფესორის, თემურ გუგუშვილის სტატია Mountain Research and Development-ში

    გამოქვეყნდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აფილ. ასისტ. პროფესორის, თემურ გუგუშვილის სტატია მთის კვლევისა და განვითარების ჟურნალში: 𝐌𝐨𝐮𝐧𝐭𝐚𝐢𝐧 𝐑𝐞𝐬𝐞𝐚𝐫𝐜𝐡 𝐚𝐧𝐝 𝐃𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭 (MRD), Impact Factors: 1.7 (2-year); 1.8 (5-year). ჟურნალი წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს მთის მდგრადი განვითარების მიმართულებით. სტატია გამოქვეყნდა ქართულ-შვეიცარული სამეცნიერო გუნდის მიერ. სტატიის სათაურია: From Tradition to Innovation: The Pioneers of Mountain Entrepreneurship in the Lesser

  • IBSU-ს სტუდენტები ერევანში მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ
    • 21/10/2024

    IBSU-ს სტუდენტები ერევანში მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტი სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. IBSU-ს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს.