სიახლეები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. კვლევა
  4. /
  5. სიახლეები
  6. /
  7. Page 3
  • IBSU-ს სტუდენტები ერევანში მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ
    • 21/10/2024

    IBSU-ს სტუდენტები ერევანში მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტი სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. IBSU-ს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს.

  • IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
    • 17/10/2024

    IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტრადიციულ, აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია რეგიონში და მის გარეთ ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, ექსპერტთა მოსაზრებების ურთიერთგაცვლა და პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში ოპტიმალური გამოსავლის გზების ძიება. კონფერენციის თემატიკა აქტუალურ გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს ასახავდა. კონფერენცია წელსაც შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო და მასში ექვსი ქვეყნის 21 უნივერსიტეტის მეცნიერი და დოქტორანტი იღებდა მონაწილეობას. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი,

  • IBSU-ში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა
    • 05/10/2024

    IBSU-ში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა, რომლის მიზანია აკადემიური პერსონალის მიერ ინსტიტუციურ დონეზე განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასება და ყველაზე ნაყოფიერი “წლის მეცნიერის”, სამეცნიერო პროექტებში ჩართული პერსონალისა და მენტორების დაჯილდოება. ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ და პრორექტორმა კვლევით დარგში, ქალბატონმა თეა კბილცეცხლაშვილმა. ბატონმა კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ

  • მწვანე ეკონომიკის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა IBSU-ს ასოცირებული პროფესორების ნაშრომი
    • 04/10/2024

    მწვანე ეკონომიკის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა IBSU-ს ასოცირებული პროფესორების ნაშრომი

    მწვანე ეკონომიკის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა IBSU-ს ასოცირებული პროფესორების, არიან მატინის, მეთინ მერჯანის,  პროფესორ თორნიკე ხოშტარიასა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის, ლიკა ასაშვილის ერთობლივი ნაშრომი თემაზე “The Affect of Consumption Experience on Self-perception, Willingness to Pay, and Purchase Intention Toward Green Products Among Generation Z.”    

  • IBSU-ს პროფესორების ნაშრომი IJKMS-ში გამოქვეყნდა
    • 03/10/2024

    IBSU-ს პროფესორების ნაშრომი IJKMS-ში გამოქვეყნდა

    IBSU-ს აფილირებული-ასოცირებული პროფესორის, არიან მატინის, მოწვეული ლექტორის აჰმეტ დემირისა და მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის, მაკა ჯაბირაშვილის ნაშრომი ‘Assessment of Knowledge Management Processes In The Marketing Department of Enterprises in Georgia: Effects of ISO 9001 Certification’ გამოქვეყნდა ჟურნალში ‘International Journal of Knowledge Management Studies (IJKMS),’ (Scopus indexed, UK, Q3).

  • IBSU-ში კონფერენცია “საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე” გაიმართა
    • 16/09/2024

    IBSU-ში კონფერენცია “საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე” გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით  [NFR – 22 – 272]  ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა,  საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“, რომელიც მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის  მთავარი თემა იყო იმპერიების გავლენების და შედეგების განხილვა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის კონტექსტში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასე უცხოელმა მკვლევრებმა,

  • პროფ. დალი ოსეფაშვილი DAAD-ს სტიპენდიის ფარგლებში აიხშტატ-ინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა
    • 01/08/2024

    პროფ. დალი ოსეფაშვილი DAAD-ს სტიპენდიის ფარგლებში აიხშტატ-ინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

    IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი დალი ოსეფაშვილი DAAD-ს მოკლევადიანი სტიპენდიის ფარგლებში, კვლევითი ვიზიტით 2 თვე გერმანიაში, აიხშტატ–ინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. გარდა იმისა, რომ IBSU-ს პროფესორს ჰქონდა კვლევით პროექტზე მუშაობისა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ალგორითმულ პერსონალიზაციასთან დაკავშირებით, ეს მივლინება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დალი ოსეფაშვილის ინიციატივით, განიხილეს და

  • IBSU-ს ლექტორები ლონდონში მე-12 ევროპულ კონფერენციას განათლების შესახებ დაესწრნენ
    • 19/07/2024

    IBSU-ს ლექტორები ლონდონში მე-12 ევროპულ კონფერენციას განათლების შესახებ დაესწრნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორები, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ნატო ფაჩუაშვილი, აფილირებული-ასისტენტ პროფესორი, გურანდა ხაბეიშვილი და მოწვეული ლექტორი სალომე გურეშიძე დაესწრნენ მე-12 ევროპულ კონფერენციას განათლების შესახებ (ECE2024), რომელიც ლონდონში გაიმართა. IBSU-ს ლექტორების პრეზენტაციები ეხებოდა შემდეგ თემებს: სწავლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: მასწავლებლების აღქმა განათლებაში ChatGPT-ის გამოყენების შესახებ (ნატო ფაჩუაშვილი) ინტერაქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტების მოტივაცია და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება

  • IBSU-ში მე-3 მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
    • 28/06/2024

    IBSU-ში მე-3 მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-3 მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციაში მონაწილეობდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 200-მდე სტუდენტი 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი