სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. კვლევა
  4. /
  5. სიახლეები
  6. /
  7. Page 5
    • 19/10/2022

    ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია IBSU-ში კელი დეგნანმა გახსნა

      ამერიკისმცოდნეობის მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კელი დეგნანმა გახსნა. როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, წლებია ამერიკის საელჩო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორები არიან, რათა განავითარონ ამერიკის მცოდნეობის პროგრამა საქართველოში. „ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინგლისურის სწავლა. სტუდენტები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ისინი იკრიბებიან არა მხოლოდ მთელი რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც, მათ შორის

    • 02/07/2022

    თანამშრომლის მემორანდუმი გაფორმდა IBSU-სა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას(ბაფ) შორის

    მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში, ბაფსა და საქართველოს 7 უნივერსიტეტს შორის განათლებისა და პროფესიული სერტიფიცირების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების ცერემონიალი გაიმართა. პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსების, საბუღალტო აღრიცხვისა დ აუდიტის პროგრამებს საჩუქრად გადაეცათ უახლესი გამოშვების ACCA-ის სასწავლო მასალები, 110 წიგნის კომპლექტი.

    • 27/06/2022

    IBSU-ში ახალგაზრდა მკვლევართა რიგით მე-5 საერთაშორისო კვლევითი  კონფერენცია ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ორგანიზებით, 2022 წლის 24 ივნისს, ახალგაზრდა მკვლევართა რიგით მე-5 საერთაშორისო კვლევითი  კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა,  მონაწილეობდნენ   სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები  სხვადასხვა უნივერსიტეტიდან,  მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები და მკვლევარები, როგორც საქართველოდან ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:  ჩეხეთის რესპუბლიკიდან, პაკისტანიდან, თურქეთიდან და ერაყიდან. მთავარი მომხსენებელი გახლდათ,

    • 23/06/2022

    IBSU-ს პროფესორის რედაქტორობით გამოიცა წიგნი, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა და კურსდამთავრებულებმა, უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოსცეს წიგნი სახელწოდებით: “მსოფლიო პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები” (World Politics and Challenges for International Security). 427-გვერდიანი წიგნი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა,  რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ექსპერტები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და მათთან ერთად ქართველი მკვლევრები, პროფესორ-მასწავლებლები

    • 20/06/2022

    IBSU-ს სამეცნიერო ჟურნალმა მაღალი სამეცნიერო ინდექსი მოიპოვა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის “ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალმა”   მაღალი სამეცნიერო ინდექსი -Impact Factor Value of 2.357, მოიპოვა. მაღალი სამეცნიერო ინდექსი უნივერსიტეტის ჟურნალს ISI (International Scientific Indexing)-მ მიანიჭა, რომელიც მსგავს ინდექსს მნიშვნელოვან საერთაშორისო ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებს ანიჭებს. “Journal in Humanities”-ის რედაქტორის, სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. დოქტ. 

    • 10/06/2022

    მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია IBSU-ში წელს პირველად ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2022 წელს პირველად ჩატარდა მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი პროექტის წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ტურიზმის, არქიტექტურის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის სექციები,

    • 08/06/2022

    scopus Q1-მა IBSU-ს პროფესორის კიდევ ერთი სტატია გამოსცა

    Scopus Q1 -მა გამოსცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის აზერ დილანჩიევის თანაავტორობით სტატია, ფინანსური განვითარებისა და განახლებადი ენერგიების კავშირის შესახებ. წიაღისეული საწვავი, როგორც ენერგიის ძირითადი წყარო, ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. შესაბამისად, აუცილებელია განახლებადი ენერგიის ინიციატივათა რაოდენობის გაზრდა. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ განახლებადი ენერგიის ინიციატივები, საჭიროა მთელი რიგი მნიშვნელოვანი

    • 30/05/2022

    HERD -ის პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში HERD-ის პროექტში („საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“) ჩართულ აკადემიურ პერსონალთან და დოქტორანტურის სტუდენტებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია Erasmus+ პროექტში HERD „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“,  რაც ითვალისწინებს ქართველ მეცნიერთა ერთობლივი  სამეცნიერო ბაზის (Vidatum) შექმნას და მათ

    • 11/05/2022

    IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში სამუშაო ვიზიტით დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით. HERD – ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC).