სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. კვლევა
  4. /
  5. სიახლეები
  6. /
  7. Page 6
    • 08/06/2022

    scopus Q1-მა IBSU-ს პროფესორის კიდევ ერთი სტატია გამოსცა

    Scopus Q1 -მა გამოსცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის აზერ დილანჩიევის თანაავტორობით სტატია, ფინანსური განვითარებისა და განახლებადი ენერგიების კავშირის შესახებ. წიაღისეული საწვავი, როგორც ენერგიის ძირითადი წყარო, ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. შესაბამისად, აუცილებელია განახლებადი ენერგიის ინიციატივათა რაოდენობის გაზრდა. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ განახლებადი ენერგიის ინიციატივები, საჭიროა მთელი რიგი მნიშვნელოვანი

    • 30/05/2022

    HERD -ის პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში HERD-ის პროექტში („საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“) ჩართულ აკადემიურ პერსონალთან და დოქტორანტურის სტუდენტებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია Erasmus+ პროექტში HERD „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“,  რაც ითვალისწინებს ქართველ მეცნიერთა ერთობლივი  სამეცნიერო ბაზის (Vidatum) შექმნას და მათ

    • 11/05/2022

    IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში სამუშაო ვიზიტით დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით. HERD – ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC).

    • 08/05/2022

    IBSU-ს ორგანიზებით განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით კონფერენცია ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით  ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა. ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა,  მონაწილეობდნენ  მკვლევარები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის პირველ დღეს  განიხილეს  განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხები, არსებული გამოწვევები,  პროფესიულად განვითარების შესაძლებლობები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები,  განათლების სფეროებში შესაძლებლობების განვითარების მხრივ. კონფერენციაზე მოხსენებები

    • 02/05/2022

    IBSU-მ ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამომცემლობამ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა. დღეს  IBSU-ში კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული  შედგენილია ნინო ხარატის, ზურაბ აზნაურაშვილის, ნიკა ასვანუასა და თამარ დევდარიანის მიერ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით. კრებულის მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მიღებული თეორიული ცოდნის შეფასებასა და განმტკიცებაში. ტესტები შედგენილია მოქმედი ადმინისტრაციული

    • 28/04/2022

    ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები IBSU-ს რექტორს შეხვდნენ

    ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში (AUF Géorgie) თამარ ღარიბაშვილი და  სააგენტოს ფრანგი სტაჟიორი საბრინა ფაგე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს საფფეთ ბაირაქთუთანს და უნივერსიტეტი  სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ფრანკოფონიის სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთის არსებული პროექტები, როგორც ლექტორებისთვის, აგრეთვე სტუდენტებისთვის. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოში მსოფლიოს 116 ქვეყნის 944 უნივერსიტეტია გაწევრიანებული. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    • 21/04/2022

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ამსტერდამში

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი (ფინანსები), ასოცირებული პროფესორი მაკა ბუღულაშვილი (მენეჯმენტი), ასოცირებული პროფესორი დავით ნიჟარაძე (მენეჯმენტი) და ნია თოდუა (მარკეტინგი) სამუშაო ვიზიტით ესტუმრებიან ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტს. საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში პროფესორები დაესწრებიან ვორქშოპებს და წაუკითხავენ ლექციებს მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს ამსტერდამში. მათ უმასპინძლებს ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ

    • 17/04/2022

    Szeged-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი IBSU-ში

    15 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სეგედის უნივერსიტეტიდან სტუმრებს უმასპინძლა, დოქტორი ილდიკო პუსტაი-ვარგა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და ბერტალან პუშტაი ასოცირებული პროფესორის თავჯდომარე, კომუნიკაციისა და მედიის კვლევების პროგრამის დირექტორი, ტურიზმისა და კვების BSc Erasmus + Staff-ის ფარგლებში. სტუმრები  ტურიზმის პროგრამის კოორდინატორს, ეკა დევიძესა და ჟურნალისტიკის პროგრამის კოორდინატორს მაგდა მემანიშვილს შეხვდნენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს 

    • 30/03/2022

    ინგლისური ენის რეგიონალური ოფიცერის ვიზიტი IBSU-ში

    დღეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლოთი ბეიქერს, ინგლისური ენის რეგიონალურ  ოფიცერს ამერიკის საელჩოში კიევში და ლიკა გუმბერიძეს, ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორს ამერიკის საელჩოში თბილისში. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ამერიკის საელჩოს პროგრამებთან. ქალბატონი ლოთი ბეიქერი იქნება მთავარი მომხსენებელი განათლების, ენისა და ლიტერატურის მეთორმეტე საერთაშორისო კვლევით კონფერენციაზე, რომლის გახსნის ცერემონია გაიმართება 2022 წლის 6