ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი - ibsu.edu.ge
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნესის სკოლა

ბიზნესი სკოლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი სკოლაა არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და შესაბამისი განათლება, რომელიც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.

ბიზნესის სკოლა  სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. სკოლა დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორებით, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით. აქ  ისწავლება შრომით ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები.

სკოლის მიზანია, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობაში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში; საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის ბიზნესის თეორიული და პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების საფუძვლიანი ცოდნის და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას; პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს უპასუხონ თანამედროვე ბიზნესგარემოს გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

აკადემიური და სოციალური აქტივობები

სწავლის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.

ინტერაქტიული სწავლების პროცესი მიმდინარეობს სემესტრული პროექტების, ანალიზისა და დისკუსიების თანხლებით.

ბიზნესის სკოლა გამოირჩევა პროექტების, მრგვალი მაგიდის დისკუსიებით ექსპერტებთან, საჯარო ლექციებისა და ტრენინგების, სემინარებისა და კონკურსების მრავალფეროვნებით, კომპანიების მიერ შემოთავაზებული კვლევების მომზადებით. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ჩართულია სკოლის ბაზაზე არსებული სამეცნიერო ჟურნალის მომზადებაში. სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

კარიერა და დასაქმება

ბიზნესის სკოლა დაინტერესებულია სტუდენტობის პერიოდშივე დასაქმებაზე. ამ მიზნით სტუდენტებს დამამთავრებელ სემესტრში სავალდებულო საგნად აქვთ კომპანიაში სტაჟირების გავლა, რაც უზრუნველყოფს მათ შემდგომ დასაქმებას. გასულ წელს ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, მათი 74% კი დასაქმებულია მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად. სტუდენტთა პრაქტიკით უზრუნველყოფის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი 100-ზე მეტ კომპანიასთან, მათ შორის დარგის წამყვან კომპანიებთან.

გაცვლითი პროგრამები

ბიზნესის სკოლაში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. თითოეულ სტუდენტს სწავლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ, ერთი სემესტრით ან ერთი წლით საშუალება აქვს ისწავლოს ევროპის, აზიის, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში; გაეცნონ ახალ გარემოს და მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: bm@ibsu.edu.ge
ტელეფონის ნომერი: +995 32 2595006 (188)
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. თბილისი 0131 საქართველო
ოთახი: N 311