• IBSU-მ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
    • 15/05/2025

    IBSU-მ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მარინა რაზმაძემ, სკოლის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინი ჩალაბაშვილთან და დეპარტამენტის მენეჯერთან ერთად, უმასპინძლა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, სტეფან ნოაკს და პროფესორს, დოქტორს, კრისტიან ბრაუვეილერს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები. დიალოგი ძირითადად ერთობლივი აკადემიური ინიციატივების შემუშავებაზე იყო ორიენტირებული, მათ შორის ორმაგი ხარისხის პროგრამებზე, რაც გააძლიერებს აკადემიურ მობილობას და ინსტიტუციებს შორის

  • იაპონელი დიზაინერის ნაო ტოკუდას საჯარო ლექცია
    • 08/05/2025

    იაპონელი დიზაინერის ნაო ტოკუდას საჯარო ლექცია

    IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა მრავალი ჯილდოს მქონე იაპონელ დიზაინერს, ნაო ტოკუდას, რომელმაც საჯარო ლექცია ჩაატარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. ნაო ტოკუდა უკვე ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან, ხოლო მისი მოწვევა IBSU-ს საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელდა „არქიტექტურული პრემია 2024“-ის გამარჯვებული სტუდენტის დავით ასანიძის უშუალო ჩართულობით. ლექციის დროს

  • პროფესორმა მარიამ რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო IPLOCA Novel Construction-ის სესიაში
    • 25/04/2025

    პროფესორმა მარიამ რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო IPLOCA Novel Construction-ის სესიაში

    IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მარიამ რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო IPLOCA Novel Construction-ის საგაზაფხულო სესიაში, რომელიც იტალიის ქალაქ პალერმოში ჩატარდა საგაზაფხულო სესიის ფორმატი მიეძღვნა ახალ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს, ენერგიის გარდაქმნას და მდგრად განვითარებას. ცალკე სესიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობას, ინოვაციას და გრძელვადიან პერსპექტივებს. IPLOCA წარმოადგენს საერთაშორისო კონტრაქტორების ასოციაციას და აერთიანებს

  • შემოქმედებითი ტურის თარიღები
    • 24/04/2025

    შემოქმედებითი ტურის თარიღები

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 12,13 და 14 ივნისს, 12:00 საათზე.  კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და ადგილზე უნდა შეასრულონ დავალება. ტურის ფრაგლებში კანდიდატს ეძლევა 60 წუთი, რათა დამატებით შეასრულოს მის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან თითო–თითო მცირე ფრაგმენტი. კანდიდატის მიერ წარდგენილი პორტფოლიო ა) გეომეტრიული ფიგურის (კუბი, სფერო, პირამიდა, კონუსი, პარალელეპიპედი, ცილინდრი ან

  • IBSU-მ პროექტის ‘პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში’ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა
    • 17/04/2025

    IBSU-მ პროექტის ‘პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში’ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) პროექტის ‘პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში’ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტის დახურვის ცერემონიაზე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საფინალო ნამუშევრები. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებს, არქიტექტურულ ჩანახატებს (სქეჩინგი), ხაზვასა და მაკეტის შექმნას (მოდელირება). ლექციებს უძღვებოდნენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ATC-იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორეს
    • 21/03/2025

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ATC-იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კომპანია ATC – Aerostructure Technologies (Cyclone) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები კომპანიის მთავარ საწარმოს ესტუმრნენ. პარტნიორობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიარონ პრაქტიკა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში. აღნიშნული გამოცდილება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, არამედ გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ შრომის

  • ‘ციფრული სკოლის’ დახურვის ღონისძიება IBSU-ში
    • 14/02/2025

    ‘ციფრული სკოლის’ დახურვის ღონისძიება IBSU-ში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის ‘ციფრული სკოლა’ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ერთკვირიანი უფასო ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში,  X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობა, Web Development-ის მთავარი პროგრამირების ენები – HTML, CSS და 3D გრაფიკა – Blender. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.

  • კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ სამეცნიერო ჟურნალის დეკემბრის ნომერი გამოსცა
    • 20/12/2024

    კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ სამეცნიერო ჟურნალის დეკემბრის ნომერი გამოსცა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ სამეცნიერო ჟურნალის 2024 წლის დეკემბრის ნომერი გამოსცა. ჟურნალი სანახავად გახსენით ბმული

  • არქიტექტურის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო
    • 18/12/2024

    არქიტექტურის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ოთხწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება. არქიტექტურის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი