• 01/06/2023

    “ტექნეტმა” IBSU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

    IT Outsource კომპანია “ტექნეტმა” IBSU-ს კომპიუტრული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებისთვის დღეს საჯარო ლექცია გამართა. “ტექნეტი” IBSU-ს სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.

    • 25/05/2023

    საჯარო ლექცია – “გახდი Front-End Developer”

    Devexperts-ის ტრენერმა და Front-End Developer-მა, ოლეგ ჩერვონცევმა IBSU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე “გახდი Front-End Developer: უნარები, ტრენდები, და გზა კარიერისკენ.” ტრენერმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროს თავისებურებები.

    • 16/05/2023

    Devexperts-ის ტრენერმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

    Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე “ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით”. ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა ​სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

    • 15/05/2023

    IBSU-ს პროექტი “პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ დაიწყო

    IBSU-ს პროექტი “პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ დაიწყო! კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს: არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი) არქიტექტურული ხაზვა არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები მაკეტის შექმნა (მოდელირება)    

    • 01/05/2023

    IBSU-ს პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება

    IBSU-ს პროექტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი,  მიზანად ისახავს IX, X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები. პროექტი, რომელიც მეორედ ხორციელდება, სკოლის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს: არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი)

    • 10/04/2023

    IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა

    IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა, რომელიც უნივერსიტეტს სთავაზობს კორპორატიულ პირობებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაციის მიზანია კიბერუსაფრთხოების როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კუთხით განვითარება რეგიონში. ასოციაცია DefCamp-ისა და CyberEdu-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში.   SCSA არის CISCO-სა და COMPTIA აკადემია და პითონის ინსტიტუტის აკადემიური წევრი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს

    • 06/04/2023

    შეხვედრა BDO-სთან

    IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “როგორ დავწეროთ ეფექტური რეზიუმე და როგორ ვმართოთ გასაუბრებები დამსაქმებელთან”.

    • 04/04/2023

    საჯარო ლექცია -“ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა”

     კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, Educare Georgias-ს თანადამფუძნებელმა რაზმიკ ბადალიანმა IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა”.  მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს ხმოვანი პროგრამების შექმნის თავისებურებები და Common Voice-ის მუშაობის პრინციპი გააცნო, რომელიც ორიენტირებულია ქართული ენის STT (Speech-to-Text) პროგრამის შექმნაზე.

    • 25/02/2023

    მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში – საცდელი და ძირითადი ტურები

    26 თებერვალს, დილის 09:30-10:00-ზე გაიმართება საცდელი ტური, სადაც შეძლებთ მოსინჯოთ სიტემაში შესვლა და მასთან ურთიერთობა.10:00-15:00-ზე გაიმართება ძირითადი ტური. საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები იხილეთ ქვემოთ: საცდელი ტური (09:30 – 10:00) – http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56 ძირითადი ტური (10:00 – 15:00) მე-8 კლასამდე: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=153 9-10 კლასები: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=154 11-12 კლასები: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=155 მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენს ელ-ფოსტას, სადაც ინდივიდუალურად დაგეგზავნებათ საცდელ და