ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები შეესაბამება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიულ მიზანს და თანხვედრაშია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პროგრამაზე სწავლის უფლება ეძლევა სრული ზოგადი განათლების მქონე პირს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე სავალდებულო საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ისტორია ან ლიტერატურა. ამასთან აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენებიდან უნდა ჩააბაროს მხოლოდ ინგლისური ენა და მოთხოვნილია 60%+1 ზღვარის გადალახვა. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. პროგრამაზე დაშვების პირობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იხილეთ ბმულზე – https://iro.ibsu.edu.ge/en/home. საერთაშორისო სტატუსის მქონე აბიტურიენტის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა დაადასტუროს ზოგადი ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის კომპეტენცია (საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) მიხედვით). კანდიდატი რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სერთიფიკატებს მითითებული მინიმალური ზღვარის გათვალისწინებით (FCE-159, TOEFL IBT – 71, IELTS – 4.5 და ა.შ.) თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან.
მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/ ).
ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ როგორც კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ზოგადი ჰუმანიტარული განათლების მქონე ფილოლოგის კვალიფიკაციის მქონე ინგლისური ენის სპეციალისტის მოთხოვნაა. დასაქმების შესაძლო სფეროებია:
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) მათთვის საინტერესო დარგის მიმართულებით კანონით დადგენილი წესისამებრ.
შენიშვნა: პროგრამის თავისუფალი კომპონენტის ფარგლებში (65 კრედიტი) სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4190 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: მაია ჩქოტუა, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი
ელ–ფოსტა: mchkotua@ibsu.edu.ge
ტელეფონი: + 995 322 800 064
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 0130, თბილისი, საქართველო
ოთახი: A305