განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით, საზოგადოებასთნ ურთიერთობის მიმართულებით, რომლებიც კონკურენციაში შევლენ პიარის ინდუსტრიაში.
პროგრამა სტუდენტებს უვითარებს უნარ-ჩვევებს, თუ როგორ და რა სტარტეგიებით მოახდინონ გავლენა ადამიანების აზრებსა და ქცევაზე, ჩამოაყალიბოს ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ნდობა, ლოიალობა, შეაფასოს საზოგადოებრივი დამოკიდებულება და შექმნას გრძელვადიანი კეთილგანწყობა. შეიმუშავონ/მართონ ეფექტური კომუნიკაცია და კამპანიები.
პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში – საზოგადოებასთან ურთიერთობისა თუ სტრატეგიული კომუნიკაციების, ასევე მარკეტინგული კომუნიკაციისა და რეკლამისა ან/და მედიის მიმართულებით.
წლიური ღირებულება: 5190 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 180 ECTS კრედიტი (3 წელი)