- 05/02/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თამარ ქარაზანიშვილის ორგანიზებით საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის, „შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში“ კურსის ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარდა პოლიტიკური პარტიების პრეზენტაციები და არჩევნების სიმულაცია. სტუდენტებმა იმუშავეს პოლიტიკური პარტიების პროგრამების (მანიფესტოების) აკადემიურ ანალიზსა და შემუშავებაზე. მათ წარმოადგინეს იდეოლოგიური ხედვები, პოლიტიკურ-პროგრამული პრიორიტეტები და საარჩევნო სტრატეგიები, რომლებიც დაფუძნებული იყო პოლიტიკის მეცნიერებების თეორიულ ჩარჩოებზე. პრეზენტაციების დასრულების

ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტთა ტრადიციული ფოტოგამოფენა IBSU-ში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და სხვადასხვა თემატიკის ფოტოები, რომელთა შექმნაზეც ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა იმუშავეს. ფოტოგამოფენა მიზნად ისახავს სტუდენტების პრაქტიკული უნარების წარმოჩენასა და მათი შემოქმედებითი ხედვის მხარდაჭერას.

კომპიუტერული მეცნიერებებისა და არქიტექტურის სკოლამ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის – „ენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ – მეორე კოჰორტის უცხოელი სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სკოლის დეკანმა, პროფესორმა მარიამ რაზმაძემ. მონაწილეებს გააცნეს დაგეგმილი ღონისძიებები, პროექტები და საგამოცდო პერიოდისთვის მოსამზადებელი პროცედურები. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერმა – ქალბატონმა მედინა მამედოვამ გააცნო

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტები და პროგრამის ხელმძღვანელი, დეკანი პროფ. თამარ შიოშვილი, ვაშინგტონის სმითსონიის უნივერსიტეტიდან დისტანციური ლექციების კურსის მეორე შეხვედრას დაესწრნენ. კურსის მიზანია, ამერიკელმა ხელოვნებათმცოდნე პროფესორებმა მუზეუმის ბრწყინვალე კოლექციის მეშვეობით სტუდენტებს გააცნონ, როგორ აისახა ამერიკის ისტორია, იდენტობა და კულტურა ხელოვნებაში დამოუკიდებლობის 250 წლის

27 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე, ევროკავშირის პოლიტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში წარმატებით ჩატარდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და გაწევრიანების პროცესის სიმულაცია პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით. სიმულაციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის IV კურსის სტუდენტები, რომლებმაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენეს. პროცესი გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით, დინამიკურობითა და გუნდური მუშაობის ეფექტური ფორმატით, რაც სტუდენტებისთვის სწავლების ერთდროულად საინტერესო

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტები და პროგრამის ხელმძღვანელი, დეკანი პროფ. თამარ შიოშვილი, ვაშინგტონის სმითსონიის უნივერსიტეტიდან დისტანციური ლექციების კურსის პირველ შეხვედრას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს. კურსის მიზანია, ამერიკელმა ხელოვნებათმცოდნე პროფესორებმა მუზეუმის ბრწყინვალე კოლექციის მეშვეობით სტუდენტებს გააცნონ, როგორ აისახა ამერიკის ისტორია, იდენტობა და კულტურა ხელოვნებაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფილმის, ”უზნაძის მემკვიდრეობა – განწყობის თეორია”, პრეზენტაცია გაიმართა. დიმიტრი უზნაძის შესახებ გადაღებული ფილმის საჯარო ჩვენების შემდეგ პროექტის ავტორებმა და ფსიქოლოგებმა – ანა დარახველიძემ და შოთა ბერულავამ – აუდიტორიასთან ინტერაქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებთან ერთად განხილული იყო დიმიტრი უზნაძის იდეები, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა და განწყობის თეორიის მნიშვნელობა თანამედროვე ფსიქოლოგიაში.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საპილოტე პროექტში – „თქვენი ხმა კრიზისში: ჰუმანიტარული კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში“. პროექტის პირველ ეტაპზე, ჩაქვში გამართულ სპეციალურ ტრენინგზე, მედია სკოლის სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა კრიზისის კომუნიკაციის მართვაში – ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტის ზონების, ხანძრისა და სხვა კრიზისული სიტუაციების დროს ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები – საბა ელიბაშვილი და საბა გულბათაშვილი, რომელიც ამჟამად პორტუგალიაში Erasmus+ პროგრამით სწავლობს, JACAFA Scholarship-ის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულად დასახელდნენ. საბა ელიბაშვილი დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალს ბაქოში დაესწრო, სადაც მონაწილეებს კულტურული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ. საბა ელიბაშვილი ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი და 2025 წლის სტიპენდიანტია. “ვიყავი JACAFA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ბაქოში,
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00