- 18/06/2019
17-21 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებისთვის იმართება ,,საზაფხულო სკოლა 2019 – ანგლო-ამერიკული კულტურა’’. თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტში და გეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს. პროექტში მონაწილეობა უფასოა და მისი მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ანგლო-ამერიკული კონტექსტის
29 მაისს პროფესორმა მაიკლ ლუკენმა გამართა სემინარი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებთან თემაზე „როგორ დავგეგმოთ კურსი „კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ურთიერთობები“. პროფესორი მაიკლ ლუკენი არის ფიზიკის და კლიმატის ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, ამავე დროს აღნიშნული კურსის სამეცნიერო კონცეფციის ავტორი. სემინარის ფარგლებში მან სტუდენტებს წარუდგინა კურსის ზოგადი გეგმა, შინაარსი, სწავლების მეთოდები და ის ელექტრონული რესურსები,
27 მაისს შედგა განათლების მეცნირებებების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის პროფ. ნათელა დოღონაძის შეხვედრა კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან. მათ იმსჯელეს პროგრამის მიღწევებსა და განვითარებაზე.
2019 წლის 18 მაისს გაიმართა VII ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“. კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკლურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობით ჩატარდა და წელს მოიცავდა ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის, საჯარო ადმინისტრირების და ინტერდისციპლინურ სესიებს. მონაწილეებს, აკადემიური კომისიის წევრებს და
14 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა გასვლითი ლექცია თემაზე ”სპორტი და ეროვნული იდენტობები”. სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს დინამო არენამ უმასპინძლა. შეხვედრა სიმბოლურად ეძღვნებოდა 1981 წლის 13 მაისს თბილისის ”დინამოს” მიერ უეფას თასების მფლობელთა თასის მოგებას და ამ მოვლენის ეროვნულ მნიშვნელობას ქართული საზოგადოებისთვის. სტუდენტებისთვის ლექციები გამართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ისტორიკოსმა დავით
გვსურს გაცნობოთ, რომ იაპონიის მთავრობა ყოველწლიურად აცხადებს სტიპენდიებს მკვლევარის და საბაკალავრო პროგრამებზე, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. ინფორმაცია 2020 წლის სტიპენდიების შესახებ განთავსებულია იაპონიის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე და ასევე საელჩოს ფეისბუქ გვერდზეც (https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/cultureandinformation20180207.html ). საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 7 ივნისი. (https://bit.ly/2vhYCPl) ინფორმაცია ასევე განთავსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საიტზე. (https://bit.ly/2HitTHF) დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ საელჩოს კულტურის განყოფილებას.
13 მაისს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ქალაქ თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზება მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული მასწავლებლისა და ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, პრეზენტაციები წარედგინათ ინგლისურ ენაზე.
2019 წლის 7 მაისს, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას ; ფაკულტეტის ბაკალავრიტისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკის პოლიტიკა, კულტურა და ა.შ.
2019 წლის 3-4 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-9 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT), რომელიც ეძღვნებოდა განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას. ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად,
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00