- 06/02/2023
IBSU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელიმა, ეკატერინე ფიფიამ, მონაწილეობა მიიღო The Teacher Think-Aloud Podcast-ის ერთ-ერთ ეპიზოდში სახელწოდებით “Friends of the Podcast.” ეკატერინე ფიფიამ პოდკასტის წამყვანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება გაამახვილა სწავლების პროცესში სტუდენტებისთვის სტრესისგან თავისუფალი გარემოს შექმნაზე. “სწავლება მიღებული ცოდნის კოპირება არ გახლავთ, რადგან ადამიანებს განსხვავებული ემოციები და გრძნობები გვაქვს და მიღებულ ინფორმაციას ინდივიდუალურად აღვიქვამთ.
IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა არის ერთადერთი საქართველოში, რომელშიც ინტეგრირებულია ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის საშუალებას მისცემს. პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალის მე-11 ნომერი გამოიცა, სადაც დაბეჭდილია ქართველი და უცხოელი მკვლევრების 13 მნიშვნელოვანი და საინტერესო სტატია. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ- https://jh.ibsu.edu.ge/jms/index.php/SJH/issue/view/48
ორი ექსპედიცია და სამი საჯარო ლექცია გაიმართა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე 2022 წლის შემოდგომის სემესტრში. ნოემბერში ფოტოჟურნალისტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში მეორე კურსის სტუდენტები გრემში, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანადგომას“ ესტუმრნენ და არაერთი ფოტო გადაიღეს. სტუდენტები საგნის ფარგლებში გადაღებული ფოტოების ფოტოგამოფენასაც გეგმავენ. დეკემბერში საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის ფარგლებში მესამე და მეორე კურსის სტუდენტები წნორში მდებარე სოციალურ საწარმო „ცოდნის კაფეს“ ესტუმრნენ
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კოორდინატორი ბაია ივანეიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი ნათია მაღალაშვილი, Erasmus + Staff პროგრამის ფარგლებში 10 დან – 15 ოქტომბრამდე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთის, ქალაქ ლუბლინის WSPA უნივესტიტეში, სადაც დაესწრნენ 2022-2023 აკადემიური წლის ოფიციალური გახსნის ცერემონიას, შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეკანსა და ვიცე – რექტორს. შეხვედრაზე დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს უნივერსიტეტის ხედვა და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაში 25 იანვარს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოხსენების შემდეგ ღონისძიებაზე მიწვეულ ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები ქალბატონი დეგნანისთვის. გამოცდილმა დიპლომატმა სიამოვნებით უპასუხა მათ და უაღრესად საინტერესო აქცენტები
IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი დოქტ. თამარ შიოშვილი მონაწილეობდა კონფერენციაში „რეგიონული ცოდნის გაცვლა საერთაშორისო განათლების გაფართოებისთვის.“ პროფ. თამარმა ისაუბრა ამერიკისმცოდნეობის პროგრამის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე ქართულ-ამერიკული 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის კონტექსტში, რასაც ემსახურება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. კონფერენცია ჩატარდა ილიას უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, აშშ-ს საელჩოების თბილისსა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის თანამშრომლობით ორგანიზებულ ერთობლივ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას – „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: რეგიონები, აქტორები, გამოწვევები.” კონფერენციაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის 26 სტუდენტი მონაწილეობდა. მოხსენებები ორ სესიაში გადანაწილდა, გამომსვლელებს აფასებდნენ პროფესორები და დარგის ექსპერტები ორივე უნივერსიტეტიდან, ნაშრომების განხილვა წარიმართა დისკუსიის რეჟიმშიც.
2021 წლის 9 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ვირტუალურ სპიკერ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორმა – პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა, ასოცირებულმა პროფესორებმა: თეა ჭუმბურძემ, ნინო გამსახურდიამ და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა. ღონისძიება გახსნა და
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00