- 06/11/2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი მაია ჩქოტუა ერაზმუს + პერსონალის მობილობისა და შიდაინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, ესპანეთის შუა ატლანტიკის უნივერსიტეტს ეწვია ლას პალმას გრან კანარიაში. პროფესორმა მაია ჩქოტუამ ასევე მონაწილეობა მიიღო მე-3 საერთაშორისო კვირეულში სადაც შავი ზღვის უნივერსიტეტი გააცნო ევროპის უნივერსიტეტების 35 ქვეყნის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ირმა მესირიძე ერაზმუს + პერსონალის მობილობისა და შიდაინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, პოლონეთში მაზოვის უნივერსიტეტს ეწვია. პროფესორი ირმა მესირიძე შეხვდა მაზოვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ აგნიესკა რუმიანოვსკას, მედიცინის კოლეჯის ვიცე-რექტორს, ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ მარიოლა გლოვაცკას და სამართლის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ვიცე-დეკანს, დოქტორ ბოგდან გრუზინსკის. მხარეებმა განიხილეს ერაზმუს + ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მომავალი შესაძლებლობები. შეხვედრების პარალელურად, სასწავლო მობილობის განსახორციელებლად ირმა მესირიძემ მაზოვის უნივერსიტეტის სამართლის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაატარა ლექცია თემაზე “გლობალიზაცია, კულტურული იდენტობა და სოციალური სამართლიანობა განათლებაში.” ასევე, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, IBSU-ს მედიცინის სკოლის პროფესორმა, მზია წიკლაურმა წარმოადგინა პრეზენტაცია სამედიცინო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ვორქშოფი ჩაატარეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა. ვორქშოფის ორგანიზატორი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ღონისძიება გაიმართა პროექტის – „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში“ – ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), ავსტრიის წითელი ჯვარი (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ გააფორმა სტუდენტების გაცვლის მემორანდუმი საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (Université de Bretagne Occidentale, UBO). მოხდება “ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის” სტუდენტების გაცვლა. სწავლების ენა საფრანგეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის ინგლისური. გაცვლის პროცედურები დაიწყება უახლოეს დღეებში. 2024-2025 წლის აპლიკანტებთან გასაუბრება მოხდება 10 სექტემბრიდან 15
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ სტუდენტების გაცვლის მემორანდუმი გააფორმა საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (French International University, UBO). მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამისა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაემგზავრებიან საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. გაცვლის პროცედურები დაიწყება უახლოეს დღეებში.
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი დალი ოსეფაშვილი DAAD-ს მოკლევადიანი სტიპენდიის ფარგლებში, კვლევითი ვიზიტით 2 თვე გერმანიაში, აიხშტატ–ინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. გარდა იმისა, რომ IBSU-ს პროფესორს ჰქონდა კვლევით პროექტზე მუშაობისა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ალგორითმულ პერსონალიზაციასთან დაკავშირებით, ეს მივლინება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დალი ოსეფაშვილის ინიციატივით, განიხილეს და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორები, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ნატო ფაჩუაშვილი, აფილირებული-ასისტენტ პროფესორი, გურანდა ხაბეიშვილი და მოწვეული ლექტორი სალომე გურეშიძე დაესწრნენ მე-12 ევროპულ კონფერენციას განათლების შესახებ (ECE2024), რომელიც ლონდონში გაიმართა. IBSU-ს ლექტორების პრეზენტაციები ეხებოდა შემდეგ თემებს: სწავლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: მასწავლებლების აღქმა განათლებაში ChatGPT-ის გამოყენების შესახებ (ნატო ფაჩუაშვილი) ინტერაქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტების მოტივაცია და წერის უნარ-ჩვევების
კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტის ლექტორმა, ჯუნ რუივივარმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართა ორდღიანი ვორქშოპი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური პერსონალისთვის. ვორქშოპის პირველი დღე დაეთმო სწავლებასა და კვლევაში UX (User Experience) პრინციპების გამოყენების საკითხებს, ხოლო ვორქშოპის მეორე დღეს განიხილეს ენის სწავლების მიმართულებით კომპლექსური დინამიური სისტემების თეორია (CDST) და მისი პრინციპები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს აქტივობებში ჩართული სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი. უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც ფრანგულს, როგორც მეორე უცხოურ ენას სწავლობენ, აქტიურად იყვნენ ჩართული ფრანგულენოვან კონკურსებსა და ტრენინგებში, რაც ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გამორჩეულ მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სხვადასხვა ტრენინგსა და კონკურსში მონაწილეობის
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00