• 11/06/2018

    ზაზა შენგელიას საჯარო ლექცია შავი ზღვის საერთორისო უნივერსიტეტში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზაზა შენგელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ეფექტური მედიამენეჯმენტი და მისი გამოწვევები“. იგი შეეხო სიხშირული მაუწყბელობის ტრანსფორმაციასა და ინტერნეტმედიის მომძლავრების საკითხს მსოფლიო მედიის ბაზარზე. ზაზა შენგელია საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელეარხის “იბერვიზიის” დამაარსებელია. ასევე, 2000 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ტელეკომპანია “მზე”. 1999-2005 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. 90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების

    • 05/06/2018

    ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები სვანეთს ესტუმრნენ

    „ჟურნალის წარმოების“ კურსის ფარგლებში,  შავი ზღვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები, მომავალი ჟურნალიტები სვანეთს, მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. ვინაიდან მოცემულ მომენტში ადგილობრივებს მშენებარე თუ დაგეგმილი ჰესების საკითხი აშფოთებთ, სტუდენტები შეხვდნენ სვან აქტივისტებს, მოსახლეობას, გამოიკითხეს მათი შთაბეჭდილებები, შეხედულებები, პოზიცია. შეიტყვეს დამატებითი ინფორმაცია, ის, რასაც მედიაში ხშირად ვერ შეხვდებით. სტუდენტებმა გადაიღეს ფოტოები, ვიდეოები, ამზადებენ მულტიმედია პროდუქტს.

    • 05/06/2018

    ჟურნალისტიკის სტუდენტები გრემის ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები გრემში ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრს  ეწვივნენ.  შეხვნდნენ ცენტრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს. ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი ვაჟა კასრელიშვილი სტუდენტებს ფსიქო რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ვიზიტი ორგანიზებული იყო “ჟურნალის წარმოების” კურსის ფარგლებში.

    • 05/06/2018

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან

    2018 წლის 24 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან. შეხვედრის დროს ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი მოლოდინმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

    • 04/06/2018

    შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები

    შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://ss.ibsu.edu.ge/ibsu/wp-content/uploads/2018/06/Rector.pdf 

    • 22/05/2018

    ეკონომიკა დამწყებთათვის

    პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს. * პირველ დღეს პროექტის ორგანიზატორები-ტრენერები მონაწილეებს გააცნობენ პროექტის ფორმატსა და წესებს . მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებად სექტორების მიხედვით (ინგლისური, ქართული) . ინგლისურ ჯგუფებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ლიდერობაზე სხეულის ენაზე და ასევე ტრენერები დაეხმარებიან სწორი პროფესიისა და შესაბამისად უნივერსიტეტის არჩევაში . ქართულ სექტორის ჯგუფებს კი ჩაუტარდებათ პრეზენტაცები ლიდერობაზე , სხეულის ენაზე და ტრენერები

    • 18/05/2018

    გიორგი კაპანაძის საჯარო ლექცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 8 მაისს ინერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი კაპანაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “ალტერნატიული მედიასაშუალებების მზარდი გავლენა საქართველოში”. მომხსენებელი შეეხო თანამედროვე მედიასაშუალებებსა და ტრადიციულ მედიას შორის განსხვავებების, ინტერნეტმედიის ოპერატიულობისა და მის მიმართ ნდობის საკითხებს. გიორგი კაპანაძე – ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, ჟურნალისტი, სამართალმცოდნე. მუშაობდა გაზეთ “რეზონანსში”, იყო რამდენიმე გაზეთის მთავარი რედაქტორი, წერდა

    • 14/05/2018

    საგანმანათებლო ვიზიტი შემოსავლების სამსახურში

    4 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურს, „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“, ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ეკონომიკის მიმართულების სტუდენტები შეუერთდნენ.     სტუდენტებმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო-საავტომობილო“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და ისანი-სამგორის სერვისცენტრი დაათვალიერეს და საგადასახადო და საბაჟო სისტემების ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს

    • 01/05/2018

    შეხვედრა ჟურანლისტიკის პროგრამის სტუდენტებთან

    16 აპრილიდან 20 აპრილამდე  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა ამავე პროგრამის ოთხივე კურსის სტუდენტებს. შეხვედრაზე კოორდინატორმა სტუდენტებისგან მოისმინა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი შეხედულებების შესახებ, რაც მომავალში აუცილებლად გათვალიწინებული იქნება პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ინფორმაციის გაცვლასა და პროგრამის დახვეწას.