• IBSU-ში მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ”მოაწყვე სახელმწიფო” ჩატარდა
    • 22/04/2025

    IBSU-ში მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ”მოაწყვე სახელმწიფო” ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა უფასო ტრენინგი ”მოაწყვე სახელმწიფო.” მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მონაწილეებმა შეისწავლეს სახელმწიფოს მთავარი მახასიათებლები, მისი მუშაობის სტრუქტურა, ძალაუფლების დანაწილება და ქვეყნის ეკონომიკური სისტემა. ტრენინგის ბოლოს ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.  

  • IBSU-მ უმასპინძლა ტრენინგს თემაზე “თანამშრომლობა – თანამედროვე სწავლების ალქიმია“
    • 16/04/2025

    IBSU-მ უმასპინძლა ტრენინგს თემაზე “თანამშრომლობა – თანამედროვე სწავლების ალქიმია“

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) უმასპინძლა ტრენინგს თემაზე – “თანამშრომლობა – თანამედროვე სწავლების ალქიმია,“ რომელსაც უძღვებოდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო და განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია. ტრენინგზე განიხილეს თანამედროვე სწავლების მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობები, მიდგომები და გამოწვევები.

  • IBSU-ში ‘გეოპოლიტიკური თამაშები’ მოსწავლეებისთვის ჩატარდა
    • 31/03/2025

    IBSU-ში ‘გეოპოლიტიკური თამაშები’ მოსწავლეებისთვის ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, მორიგი უფასო პროექტი “გეოპოლიტიკური თამაშები” ჩაატარა. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორმა ნინო სამხარაძემ, მათ გააცნო ადამიანის როლი დიპლომატიაში, და მოისმინა მოსწავლეთა აზრები, მათთვის ყველა დროის საუკეთესო ქართველ დიპლომატზე. თეორიული ნაწილის შემდეგ, ბავშვები ჩაერთნენ გეოპოლიტიკურ თამაშებში. კონტინენტების მიხედვით, გაყოფილი გუნდები, ეძებდნენ და პასუხს სცემდნენ მათთვის განკუთვნილ კითხვებს,

  • სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ინგლისური ფილოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტებისთვის
    • 20/03/2025

    სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ინგლისური ფილოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტებისთვის

    IBSU-ს ბიბლიოთეკამ განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებისთვის 20 მარტს სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის მიმართულებით საქმიანობის ხელშეწყობას. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორ

  • ‘ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის’ უფასო პროექტმა მორიგ ნაკადს უმასპინძლა
    • 13/03/2025

    ‘ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის’ უფასო პროექტმა მორიგ ნაკადს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ‘ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის’ უფასო პროექტის ფარგლებში მორიგ ნაკადს უმასპინძლა. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ახალი ამბების მომზადებას, ჟურნალისტიკის ეთიკის საკითხებს, ინფორმაციის გადამოწმების ხერხებსა და ჟურნალისტიკას, როგორც პროფესიას. ‘ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის’ მორიგი ტრენინგი აპრილში გაიმართება.

  • IBSU-მ ტრენინგი ‘ამერიკისმცოდნეობა მოსწავლეებისთვის’ ჩაატარა
    • 18/02/2025

    IBSU-მ ტრენინგი ‘ამერიკისმცოდნეობა მოსწავლეებისთვის’ ჩაატარა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენიგი ‘ამერიკისმცოდნეობა მოსწავლეებისთვის’ ჩაატარა. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ამერიკის პოლიტიკას, კულტურას, ისტორიასა და უნიკალური ფაქტებს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ IBSU-ს სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები.