• 30/01/2018

    მობილობა IBSU-ში

    შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ! მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) და მობილობის საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისის 12:00 სთ-დან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე. სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა: 2017 წლის 23 აგვისტო.  სსიპ-განათლების ხარისხის

    • 03/01/2018

    დასრულდა სალექციო კურსი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში

    30 დეკემბერს დასრულდა სალექციო კურსი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. დეკემბრის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს ცხრა ლექცია, რომლებსაც უძღვებოდნენ ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებმაც მიმოიხილეს საკითხის სხვადასხვა განზომილებები და მიდგომები. სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: “ნაციონალიზმის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოსტსაბჭოთა პერიოდში: მეხსიერების პოლიტიკის როლი”

    • 31/12/2017

    2 კვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა ესტონეთში- Estonian Ministry of Foreign Affairs Development Cooperation Scholarship

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია ესტონეთის გაცვლითი პროგრამის შესახებ , რომელიც მათ საშუალებას აძლევს , 2 კვირის განმავლობაში ტარტუსა და ტალინის  უნივერსიტეტში, დაესწრონ ლექციებს პროფესორებთან ერთად და გახდნენ საინტერესო თემების განხილვის მონაწილეები. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს გრანტს ესტონეთის მთავრობისგან, რომლის მფლობელმა ქართველმა სტუდენტებმა გააცნეს დეტალური ინფორმაცია პროექტისა და მათი გამოცდილების შესახებ. ვინაიდან მათ საშუალება

    • 24/12/2017

    ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ინიციატივით დაიწყო ორ დღიანი პროექტი „public speaking about economics”

    20 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ინიციატივით, დაიწყო ორ დღიანი პროექტი „public speaking about economics”, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები. პროექტის პირველ დღეს, კლუბის წევრებმა მონაწილეებს ჩაუტარეს ლექცია და ტრენინგი ეკონომიკასა და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკებზე. მონაწილეებს სიტყვის დასაწერად 2 დღე ექნებათ, 23 დეკემბერს კი ჩატარდება უშუალოდ სიტყვით გამოსვლა,

    • 24/12/2017

    ოლივერ რაისნერის ლექცია პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში

    საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში სალექციო კურსი გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოლივერ რაისნერმა თემით „სტალინის კულტი – მუზეუმი საქართველოში“.  ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო სტალინის კულტის ჩამოყალიბების ისტორიას, მიზეზებსა და თავისებურებებს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოში, სტალინის სიმბოლოს მითად ქცევის პროცესს, დესტალინიზაციის პერიოდებს და სხვადასხვა პოლიტიკური ელიტების ინტერესებს საკითხის

    • 21/12/2017

    საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი გოგუაძის საჯარო ლექცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი გოგუაძეს საჯარო ლექცია გაიმართა . მოწვეული სტუმარი გახლდათ ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმის მკვლევარი, რომლის ფარგლებშიც ლექციაზე განხილული იქნა უსაფრთხოების საკითხები, საქართველოში ამჟამად მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემები , რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ამასთანავე