• 10/11/2017

    შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია“

    სამშაბათს, 14 ნოემბერს 2.30 საათზე იბსუ-ს მცირე საკონფერენციო დარბაზში ა101 გაიმართება საქართველოს განათლებისადა მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო ჭელიძის საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია.“ შეხვედრა დააინტერესებთ როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სწავლის მსურველებს, ასევესაზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს დასაუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილმა ცენტრმა 2014-2017 წლებში უკვე 482 სასწავლო სტიპენდია გასცა. იხ:https://www.iec.gov.ge/

    • 09/11/2017

    “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია

    8 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერი.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე:”სსრკ-ს რევოლუციის 100 წლის თავი”

    • 09/11/2017

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მეორეკურსელებს შეხვდა

    8 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისიტკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი მაგდა მემანიშვილი შეხვდა ამავე პროგრამის მეორეკურსელებს. შეხვედრაზე კოორდინატორმა სტუდენტებისგან მოისმინა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი შეხედულებების შესახებ, რაც მომავალში აუცილებლად გათვალიწინებული იქნება პროგრამის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ინფორმაციის გაცვლასა და პროგრამის დახვეწას.

    • 09/11/2017

    “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია

    3 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”მკვლევარი გიორგი ჩხიკვაძე.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: “კერძო საკუთრების მნიშვნელობა ილიას მიხედვით.

    • 06/11/2017

    მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების აღდგენითი შუალედური გამოცდა

    მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების აღდგენითი შუალედური გამოცდა ჩატარდება 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით.

    • 03/11/2017

    შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის -გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა მარია არქანიამ სტუდენტებს გააცნო ამ სემესტრში წარმოდგენილი პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად სვამდნენ კითხვებს მათთვის სასურველ უნივერსიტეტში არსებულ პირობებზე , ასევე განხილულ იქნა შემდეგი სახის  ინფორმაცია -კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ხდება სტუდენდტთა შერჩევა , მოთხოვნები , რომლებიც თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტს აქვს ინდივიდუალური . ასევე სტუდენტების მხრიდან ინიციატივის ფარგლებში

    • 03/11/2017

    “კარფურის” შეხვედრა სტუდენტებთან

    სამშაბათს, 7 ნოემბერს, 12:00 საათზე უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” გამართავს შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე საუბარი იქნება არსებულ ვაკანსიებზე, რომელსაც “კარფური” სთავაზობს სტუდენტებს. შეხვედრა გაიმართება საკონფერენციო დარბაზში.

    • 31/10/2017

    “წარმატების გზამკვლევი: კონომიკური თავისუფლების გაკვეთილის” მესამე ლექცია

    25   ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი:კონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მესამე  ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”მკვლევარი გიორგი ჩიქოვანი.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: კერძო საკუთრება და ეკონომიკური განვითარება”

    • 31/10/2017

    ეკონომიკის მიმართულების სტუდენტების პროექტის პრეზენტაცია ნიდერლანდური დელეგაციის წინაშე

    2017 წლის, 24 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა ნიდერლანდური დელეგაცია  კომპანიიებიდან   ‘fronteer’ და “orangina”,  ეკონომიკის მიმართულებების სტუდენტებმა წარადგინეს მარკეტინგული პროექტის შედეგები . პროექტმა მიიღო მაღალი შეფასებები და მონაწილეებმა-სერტიფიკატები.