- 24/03/2017
1 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებთან. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების
2016 წლის 1 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, ეკატერინე ფიფია და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ადმინისტრატორი ელენე ბენდელიანი შეხვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსს ბატონ შალვა ჯულაყიძეს. შეხვედრა ემსახურებოდა სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო ქონების ადმინისტრირების სალექციო კურსის შინაარსობრივ დახვეწას და განვითარებას დარგის სპეციალისტისგან გარკვეული რეკომენდაციების მიღების
29 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ქორიძემ გამართა საჯარო ლექცია თემაზე „მედიის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ლექციის ფარგლებში ბატონმა ზვიადმა მიმოიხილა მედიის სხვადასხვა საშუალებები და მათი მუშაობის სპეციფიკა საზოგადოებასა და მმართველ ელიტებზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მედიისა და საზოგადოების ურთიერთობა ურთიერთშექცევადია და მათი გავლენა ერთმანეთზე არ
25 ნოემბერს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკურსია თემაზე „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თემაზე მომუშავე ექსპერტებთან პირისპირ განეხილათ აღნიშნული კანონის დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები კანონთან მიმართებით და საკითხის შესახებ კომპეტენტურ სპეციალისტებთან. მოწვეული სტუმრების
22 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებთან. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების
21 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ირმა მიქაძის საჯარო ლექცია თემაზე „გადაწყვეტილების მიღების პროცესი: ბიუროკრატია vs მოქნილობა“. ლექციის ფარგლებში ქ-ნმა ირმამ სტუდენტებს გააცნო საჯარო სამსახურის სპეციფიკა, კერძო და სახელმწიფო სექტორების შედარებითი ანალიზის საფუძველზე წარმოადგინა თანამედროვე მენეჯმენტის უმთავრესი პრინციპები, როგორიცაა რისკების
16 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის საჯარო ლექცია თემაზე „არასამთავრობო სექტორის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ლექციის ფარგლებში ქ-ნმა ეკამ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების სახეებზე, საქმიანობის სპეციფიკაზე საქართველოში, იმ სირთულეებზე, რომლებსაც ორგანიზაციები აწყდებიან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მოქალაქეებთან ურთიერთობებისას. მან ასევე ისაუბრა კონკრეტულად
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია აგრძელებს საკონსულტაციო შეხვედრებს სტუდენტთა ფოკუს ჯგუფებთან. ამჯერად საუბარი ეკონომიკის მიმართულების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე სტუდენტებთან გაიმართა. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამების ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების დახვეწა, სტუდენტებზე
10 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „ევროინტეგრაცია როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“. ლექციის ფარგლებში ბატონი არჩილი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს უდგას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. სტუმარმა გააკეთა შედარებითი ანალიზი რეგიონის სხვა ქვეყნების მაგალითზე და
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00