- 13/06/2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა გაძლიერების თემაზე ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა. ფორუმზე, რომელიც ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელის, არტ არაკელიანის მოდერატორობით წარიმართა, ნიდერლანდების ელჩმა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, თამარ შიოშვილმა ისაუბრეს ქალთა გაძლიერებისა და ლიდერობის შესახებ. ელჩმა მიმოიხილა ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ქალები აწყდებიან ლიდერის პოზიციებზე და
IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, სპორტის ჟურნალისტმა, ნიკოლოზ ტაბატაძემ პროგრამის სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია, თემაზე “ფეხბურთი სპორტის ჟურნალისტიკაში.” სტუმარმა სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი იმყოფებოდა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან მიღებაზე სახელწოდებით “გამორჩეული ქალები ჩვენს ცხოვრებაში”. გამომდინარე იქიდან, რომ მარტის თვე ამერიკელ ქალთა ისტორიის თვედ იწოდება, ამერიკელები მთელი ამ თვის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებენ. აღსანიშნავია, რომ IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ კონფერენციაზე, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის საგანმა “ამერიკელი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა, ანი მწარიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის კონკურსში. ანიმ მწარიაშვილმა ინგლისურიდან თარგმნა ჯორჯ ორუელის ესსე – “ლიტერატურის დათრგუნვა”. ელისაბედ ორბელიანის თარგმანის კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეულნი იყვნენ შავი ზღვის
კატარის გლობალური კვლევების ინსტიტუტის განათლების მენეჯერმა, რიამ ჩარმა IBSU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია-ვორქშოპი თემაზე – “განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების საჭიროებები.”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნგრეთის ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტთან ერთად ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის გამარჯვებულია. პროექტი მომზადდა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფ. დოქტ. მაია ჩქოტუას მიერ ევტეშ ლორანდის უნივერსიტეტის უცხოური ენების და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. ვალერია არვასთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სამი სტუდენტი და სამი პროფესორ-მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო მობილობაში.
კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო დეველოპერმა ჯონათან შოუმ, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გამართა ლექცია თემაზე – “ცვლილებების მართვა უმაღლეს განათლებაში: გრძელვადიანი და მიმდინარე გამოწვევების კვლევა.”
აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა განათლების კონფერენციას თემაზე – “ინგლისური ენის სწავლების ახალი ტრენდები,” რომელშიც 17 ამერიკელი ექსპერტი მონაწილეობდა. კონფერენცია გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ ევენ ქალიმ, ხოლო მთავარი მომხსენებლი იყო აშშ-ს საელჩოს რეგიონული ინგლისური ენის ოფისის დირექტორი ჯონ სილვერი. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და
მოქმედი მედია პროდიუსერები IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და მათი სიუჟეტების იდეებს გაეცნენ. ღონისძიება გაიმართა საგან ‘სატელევიზიო ახალი ამბების’ ლექტორის თამარ მშვენიერაძის ორგანიზებით, რომელიც მიზნად ისახავდა დასკვნითი გამოცდის წინ სტუდენტები აღმოჩენილიყვნენ რეალურ სამუშაო სიტუაციაში და გაევლოთ ე.წ. ფიჩინგის (სიუჟეტის თემის ინიციირების) პროცესი, რომლის დროსაც რეპორტიორებს რედაქციის წინაშე უხდებათ საკუთარი იდეების წარდგენა, დაცვა და კორექტირება. რედაქციის საბჭოს
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00